თურქეთში ისკენდერუნის პორტი იწვის

თურქეთში ისკენდერუნის პორტი იწვის. ინფორმაციას ამის შესახებ BBC-ი ავრცელებს.

გამოცემის თანახმად, ისკენდერუნის პორტი, რომელიც ქალაქ გაზიანთეფისგან სამხრეთ-დასავლეთით 112 კილომეტრის მოშორებით მდებარეობს, მეორე დღეა რაც იწვის. პორტისკენ მიმავალ გემებს სხვაგან ამისამართებენ.

BBC-ის კორესპონდენტის ინფორმაციით, პორტის გარშემო ჰაერში შავი კვამლი ჩანს და დამწვარი საწვავის სუნი იგრძნობა. მისივე თქმით, ხანძარი მიწისძვრის შედეგად გაჩნდა, რომელმაც საპორტო კონტეინერები ამოაყირავა და ცეცხლი გააჩინა.

ტვირთების გადაზიდვის ერთ-ერთმა უდიდესმა კომპანიამ AP Moller Maersk-მა ხანძართან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნავს, რომ ამ მომენტისთვის გაუგებარია მუშაობა ნორმალურ პირობებს როდის დაუბრუნდება, ხოლო ტვირთები თურქეთის სხვა პორტებში გადაამისამართა, ისევე როგორც ეგვიპტის პორტ-საიდში.

ლევან ლორთქიფანიძე - ხელისუფლება ნელ-ნელა ცდილობს, რომ 78-ე მუხლის გაუქმების შესაძლებლობას შევეგუოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.12.2025
BDO × ITMC: როგორ აძლიერებს BDO-ს ექსპერტიზა ITMC-ის როლს რეგიონულ ლოგისტიკურ ეკოსისტემაში
Tower Group-ის პრემიალურ პროექტებზე წინასაახალწლო, განსაკუთრებული ფასებია
BDO Academy-მ შპს „ნიკორა“-ში სწავლების ელექტრონული მართვის სისტემა (LMS) დანერგა
კომპანია „მანი მუვერსმა“ „ნეოლეთის“ 100%-იანი წილი შეიძინა
„ორიენტირი ლისი“ - 24 ოჯახზე გათვლილი უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
დაპორტირდი „სილქნეტში“ სპეციალური პირობით და გამოცადე 5G მობილური ინტერნეტი