ირაკლი კობახიძე პრეზიდენტზე - თავის დროზე მკვეთრი განცხადება ჰქონდა: „არა და არასოდეს“, გუშინ ასეთი განცხადება არ გაუკეთებია, მაგრამ სათანადო პოზიცია აქვს - როგორც ჩანს, ამ თემაზე საზოგადოების განწყობა კარგად გაიაზრა

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მიხეილ სააკაშვილის მიმართ ისეთი გადაწყვეტილება მიიღო, რომელიც „ქართველი ხალხის და საზოგადოების ინტერესებს შეესაბამება“.

მისივე თქმით, სალომე ზურაბიშვილმა საზოგადოების განწყობა კარგად გაიაზრა.

„ამ ეტაპზე მნიშვნელოვანია სალომე ზურაბიშვილმა შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღოს, როგორც ჩანს მან ამ თემის გარშემო საზოგადოების განწყობა კარგად გაიაზრა, საზოგადოებას არეულობა და რადიკალიზმის გაღვივება არ უნდა. საზოგადოებამ კარგად იცის, რომ ერთ-ერთი მიზანი მიხეილ სააკაშვილის გამოშვების უკან არის, სწორედ ამ არეულობის წყაროს შექმნა. როგორ ჩანს ეს გაითვალისწინა პრეზიდენტმა და ძალიან კარგია, რომ მან ის გადაწყვეტილება მიიღო, რომელიც ყველაზე მეტად ქართველი ხალხის და საზოგადოების ინტერესებს შეესაბამება. ერთი ცუდი ის არის, რომ თავის დროზე მას მკვეთრი განცხადება ჰქონდა: „არა და არასოდეს“, გუშინ მაგალითად ასეთი განცხადება არ გაუკეთებია, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ მას სათანადო პოზიცია აქვს, ჩვენ მეტ სიღრმეში არ შევალთ.

მიხეილ სააკაშვილისგან დანაშაულების აღიარება ნიშნავს სრულ კაპიტულაციას და ამას ის არ გააკეთებს, ჩვენ ვიცით, რომ მას აქვს კონკრეტული მიზნები. მისი მიზანია პოლიტიკაში დაბრუნება, აქედან გამომდინარე, ის ამას არასოდეს გააკეთებს.

რაც შეეხება პატიმრის გათავისუფლებას ჰუმანიტარული მოტივით, ვიტყოდი, რომ ეს არის აბსურდი, ერთი მარტივი მიზეზის გამო, თუ ჩვენ მხოლოდ ჰუმანიტარული მოტივებით ვიმოქმედებთ, ამ შემთხვევაში 9 000 პატიმარი გარეთ უნდა გამოვუშვათ. ჰუმანიტარული არაფერ შუაში არ არის კანონის და სასჯელის აღსრულებასთან. რას შუაშია აქ ჰუმანიტარული?! ერთადერთი რაც ჩვენ შეგვიძლია გავიმეოროთ არის მოწოდება ოჯახის მიმართ, რომ მიხეილ სააკაშვილთან სათანადო კალორიების მქონე საკვები შეიტანონ, ეს არის მისი ოჯახის მიმართ ჩვენი დაჟინებული მოწოდება“,- განაცხადა კობახიძემ.

ბიძინა ლებანიძე - ცენტრალური ხელისუფლების დონეზე ახლო მომავალში ულტრამემარჯვენე მთავრობის მოსვლა საფრანგეთში უფროა მოსალოდნელი, ვიდრე გერმანიაში
ვაჟა ბერიძე - რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შემდეგ ჩვენს რეგიონს ემუქრება სერიოზული დესტაბილიზაციის საფრთხე, რადგან რუსეთი აქ დასაბრუნებლად ყველაფერს გააკეთებს
ქართული პრესის მიმოხილვა 10.09.2026
საქართველოში პირველად, კავკასიის უნივერსიტეტის ბაზაზე, ხელოვნური ინტელექტის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი შეიქმნა
„ვაინ კახეთი“: MUNDUS VINI-ზე გაგზავნილმა ორივე ღვინომ ოქროს მედლები დაიმსახურა
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა