ირაკლი კობახიძე - გამოჩნდა, რომ ის კამპანია, რომელიც მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას უკავშირდება, თავიდან ბოლომდე პოლიტიკური მიზნებით არის ნაკარნახევი

გამოჩნდა, რომ ის კამპანია, რომელიც მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას უკავშირდება, თავიდან ბოლომდე პოლიტიკური მიზნებით არის ნაკარნახევი - ერთადერთი პოლიტიკური მიზანია გათავისუფლდეს მიხეილ სააკაშვილი, რათა ქვეყანაში არეულობა დაიწყოს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

აღნიშნულით ის, "რუსთავი 2“-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა, სადაც ნათქვამია, რომ „აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ვებგვერდზე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სააკაშვილის ოჯახმა ლობისტურ კომპანიას 917,177.44 აშშ დოლარი გადაუხადა“.

"კიდევ ერთხელ გამოამჟღავნეს, რომ სააკაშვილი და მისი ოჯახის წევრები მარტო მილიონერები არ არიან. გამოჩნდა ისიც, რომ ის კამპანია, რომელიც მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას უკავშირდება, თავიდან ბოლომდე პოლიტიკური მიზნებით არის ნაკარნახევი, აქ სამედიცინო არაფერია. არის ერთადერთი პოლიტიკური მიზანი - გათავისუფლდეს მიხეილ სააკაშვილი, რათა ქვეყანაში არეულობა დაიწყოს, საბოლოო მიზანი კი - მეორე ფრონტია. რა თქმა უნდა, ეს ლობისტური კონტრაქტი ამის კიდევ ერთი გამოხატულებაა", - აღნიშნავს კობახიძე.

ცნობისთვის, "რუსთავი 2“-ის ინფორმაციით, აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ვებგვერდზე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სააკაშვილის ოჯახმა ლობისტურ კომპანიას 917,177.44 აშშ დოლარი გადაუხადა. „აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ვებგვერდზე მიხეილ სააკაშვილის მიერ დაქირავებული ლობისტური კომპანიის Akerman LLP-ის საქმიანობის შესახებ ინფორმაცია ვრცელდება, საიდანაც ირკვევა, რომ ლობისტურმა ჯგუფმა სამედიცინო ექსპერტებს დასკვნების სანაცვლოდ სოლიდური თანხა ($284,784 აშშ დოლარი) გადაუხადა.

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის მონაცემების მიხედვით, ამერიკული იურიდიული კომპანია Akerman LLP საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას ლობირებს. 3 თებერვლით გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ ადვოკატი მასიმო დიანჯელო უკვე 2022 წლის ივლისიდან მუშაობს სააკაშვილის ლობისტად, რაშიც, ჯამში, მისმა კომპანიამ $917,177.44 აშშ დოლარი მიიღო. ლობისტებთან გაფორმებულ სოლიდურ კონტრაქტს მიხეილ სააკაშვილის დედა გიული ალასანია აწერს ხელს“, - ნათქვამია „რუსთავი 2“-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სტეპან გრიგორიანი - თუ აზერბაიჯან-სომხეთს შორის ურთიერთობები დალაგდა, ევროპასთან ჩინეთის დამაკავშირებელი რკინიგზის პროექტში სომხეთი იქნება გათვალისწინებული, მანამდე კი ამ თემაზე საუბარი შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.05.2023
ვახტანგ ძაბირაძე - ხელისუფლებას რუსეთის მიმართ კაპიტულაცია აქვს გამოცხადებული, ამისთვის შინაგანად მზაობის დასტურია ის განცხადებები, რასაც ხელისუფლებისგან ვისმენთ
PSP გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს
სამი ამბავი, რის შემდეგაც „ნაცრისფერი“ iPhone-ის ყიდვას გადაიფიქრებთ
კარფურის ახალი კამპანია - „ქართული პროდუქტები“