არჩილ თალაკვაძე - საქართველოს პრეზიდენტმა ცივი წყალი გადაასხა რადიკალურ ოპოზიციას, მათ პარტნიორებს და იმ კამპანიას, რომელსაც სააკაშვილის შეწყალების საკითხზე წარმართავდნენ

საქართველოს პრეზიდენტმა ცივი წყალი გადაასხა რადიკალურ ოპოზიციას, მათ პარტნიორებს და იმ კამპანიას, რომელსაც ისინი წარმართავდნენ, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რითაც მიხეილ სააკაშვილის შეწყალების საკითხზე სალომე ზურაბიშვილის განცხადებას გამოეხმაურა.

თალაკვაძის თქმით, მიხეილ სააკაშვილის საკითხთან დაკავშირებით გამოსავალია, კონცენტრირება იმაზე, რომ სააკაშვილმა კვების რეჟიმი სრულფასოვნად აღადგინოს და ექიმებთან სრულფასოვნად ითანამშრომლოს.

მისივე თქმით, მის გარემოცვას არასწორი სტრატეგია აქვს არჩეული, რომელიც მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობას აზიანებს.

„პირდაპირ მიუთითებდნენ და ზეწოლას ახდენდნენ პრეზიდენტზე, რომ მას მიეღო ასეთი გადაწყვეტილება [შეწყალების თაობაზე]. მან პირდაპირ უპასუხა, თუ რა არის მისი არგუმენტები შეწყალებასთან დაკავშირებით. აქამდეც ჰქონდა განცხადება გაკეთებული, რომ „არა და არასდროს“ აპირებს შეწყალებაზე გადაწყვეტილების მიღებას, თუმცა, ახლა თქვა მეტი, რომ ასეთი გადაწყვეტილების მიღებას ვერ ხედავს, როგორც საშუალებას, რომ მიიღწეს მიზანი, რომელზეც კამპანია ჰქონდა რადიკალურ ოპოზიციას. ვფიქრობ, ამით საკითხი უნდა ამოიწუროს, თუმცა, არ გამოვრიცხავთ, რადიკალურმა ოპოზიციამ მასთან დაკავშირებულო მედიით და სატელიტებით გააგრძელოს ზეწოლა. მეორე განცხადება, რაც ეხებოდა პარლამენტს, პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეს - აქ ნათლად უნდა ითქვას, რომ დემოკრატიულ ინსტიტუტებს შორის დისკუსია, თუნდაც, კრიტიკული განცხადებები არ ნიშნავს არანაირ მუქარას და ზეწოლას. ქალბატონ პრეზიდენტსაც არაერთხელ გაუკრიტიკებია ის გადაწყვეტილებები, რაც კონკრეტულ კანონებთან დაკავშირებით მიიღო პარლამენტმა, არაერთხელ გაუკრიტიკებია პარლამენტი, ამიტომ ეს მუქარად ვერ ჩაითვლება”, - განაცხადა თალაკვაძემ.

ცნობისთვის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ქვეყნის რეპუტაცია შეილახა, საქართველოს ადგილი ახალ გეოპოლიტიკურ მოცემულობაში გაურკვეველი გახდა, რაც მმართველი გუნდის და ოპოზიციის ერთობლივი ძალისხმევის შედეგია. რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, ზურაბიშვილი მიიჩნევს, რომ ამით „ქართველ ხალხს ჩაკეტილ წრეზე ტრიალი მიესაჯა“. მისივე თქმით, სააკაშვილი შეწყალებით ვერ გათავისუფლდება და ამ თვალსაზრისით, პრეზიდენტისკენ ხელის გაშვერა არაფრის მომტანია.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა