ანონსი  9 თებერვალი

9 თებერვალს, 10:00 საათზე, ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო შიდა კონტროლის დეპარტამენტისა (ჰარმონიზაციის ცენტრი) და შვედეთის ფინანსური მართვის ნაციონალური სააგენტოს (ESV) ორგანიზებით, კონფერენცია გაიხსნება.

თემა: „მენეჯერული ანგარიშვალდებულება საჯარო სამსახურში - აზროვნების ცვლილება“.

მის: თელავის ქ.20 („შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასი“)

9 თებერვალს, 10:00 საათზე, „ჰოლიდეი ინნ თბილისში” „თვინინგ ლაითის“ პროექტის ფარგლებში სემეკისთვის შემუშავებული დიგიტალიზაციის სტრატეგიის პროექტის პრეზენტაცია გაიმართება.

9 თებერვალს, 10:30 საათზე, პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომა გაიმართება.

ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, V სართული)

9 თებერვალს, 10:30 საათზე, იურისტები საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელით მიმართავენ.

თემა: „მშენებლობით დაზარალებულთა ასოციაცია“ საკრებულოს მიერ გამოცემული დადგენილების გაუქმების მოთხოვნით საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს. გაერთიანების იურისტები დედაქალაქის მერს კახი კალაძეს მიმართავენ ჯერ გაუქმდეს, შემდეგ კი ჩასწორდეს 2023 წლის 27 იანვარს მიღებული დადგენილება, რომლის მიხედვითაც ავარიული სახლების ჩაანცვლება მესაკუთრეების სრული თანხმობის გარეშე მოხდება, რადგან ირღვევა ადამიანის უფლებები, კერძოდ საკუთრების უფლება.

მის: თავისუფლების 2 (თბილისის საკრებულო)

საკონტაქტო: სესილი ბოკერია - 597 70 29 19

9 თებერვალს, 11:00 საათზე, „ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი“ (TDI) და საქართველოს ევანგელისტური ეკლესია ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავს.

თემა: „ევანგელისტური ეკლესიისა და მისი პასტორის, ზაალ ტყეშელაშვილის წინააღმდეგ წარმოებული საქმე“.

მის: ო. ხიზანიშვილის 228 (შესასვლელი ცენტრალური გზიდან - ხიზანიშვილის ქუჩიდან).

საკონტაქტო: საბა ელიზბარაშვილი - 599 09 98 70

9 თებერვალს, 11:00 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში კონსერვატიული პორტალის, „საქართველო უპირველეს ყოვლისას“ დამფუძნებლის, ვატო შაქარიშვილის პრესკონფერენცია გაიმართება.

თემა: „აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის მიერ გავრცელებული მონაცემები, რომლის მიხედვითაც, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ოჯახმა ამერიკულ ლობისტურ კომპანიას 917 177 დოლარი გადაუხადა“.

მის: კოსტავასქუჩა 47/57.

საკონტაქტო: 593 53 45 24

9 თებერვალს, 11:00 საათზე, პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართება.

საქართველოს კონსტიტუციის დარბაზი (A კორპუსი, III სართული, ოთახი N304)

9 თებერვალს, 11:45 საათზე, პარლამენტის ბიუროს სხდომა გაიმართება.

დავით აღმაშენებლის სახელობის დარბაზი

9 თებერვალს, 12:00 საათზე, საგაზაფხულო სესიის პლენარული სხდომა

პლენარულ სხდომათა დარბაზი

9 თებერვალს, 12:00 საათზე, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი საარჩევნო ადმინისტრაციის 2022 წლის საქმიანობის ანგარიშს და 2023-2026 წლების სტრატეგიულ გეგმას წარადგენს.

მის: ჭავჭავაძის გამზირი 37მ (სასტუმრო „პულმანი“, ბოლრუმი 3)

საკონტაქტო: ნათია ლეშკაშელი 595 52 11 52; თათა ძნელაძე - 551 22 66 00

9 თებერვალს, 15:00 საათზე, პროექტის - „ანგარიშვალდებული საკრებულოს წევრი ძლიერი დემოკრატიისთვის“ დასკვნითი ღონისძიება გაიმართება.

მის: ლერმონტოვის 10, (სასტუმრო „იოტა“)

საკონტაქტო: შონი დვალიშვილი - 593 665 909

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
ევროკავშირის წევრი 13 ქვეყნის ევროპის საკითხთა მინისტრები - საქართველოს ევროპული მომავალი თქვენს ხელშია
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა