რუსეთის დუმის ვიცე-სპიკერი - ჩვენთვის აფხაზეთი და ოსეთი უბრალოდ მოკავშირეები არ არიან, ეს არის ნამდვილი ძმური ურთიერთობა

რუსეთის დამოკიდებულების შეცვლა ოკუპირებული აფხაზეთის მიმართ სრულიად გამორიცხულია, თუნდაც თბილისთან დიალოგი დამყარდეს. „სპუტნიკის“ ინფორმაციით, ამის შესახებ რუსეთის სახელმწიფო დუმის ვიცე-სპიკერმა ბორის ჩერნიშოვმა განაცხადა.

„ჩვენთვის აფხაზეთი და ოსეთი უბრალოდ მოკავშირეები არ არიან, ეს არის ნამდვილი ძმური ურთიერთობა. ჩვენ მივმართეთ უზარმაზარი რესურსი მხარდასაჭერად, რომ ყველაფერი გავაკეთოთ მაქსიმალურ დონეზე ორი ქვეყნისთვის და ყოველთვის იგივე ძმური პასუხის იმედი გვაქვს მათგან... და ჩვენ ვხედავთ, რომ ეს ასეც არის“, - განაცხადა მან.

ჩერნიშოვმა დასძინა, რომ მოსკოვი დადებითად აფასებს აფხაზეთის შიგნით მიმდინარე პროცესებს და ხედავს, რამდენი ერთობლივი პროექტი ხორციელდება.

გარდა ამისა, მანვე დასძინა, რომ რუსეთი აფასებს და პატივს სცემს აფხაზეთისა და "სამხრეთ ოსეთის" დამოუკიდებლობას საკვანძო საკითხებში და აცნობიერებს, რომ მომავალში ამ „ქვეყნებს“ წინ ელოდება წინსვლა გლობალურად, „ერთობა მრავალ პოზიციაში და ხალხთა ერთიანობა".

ანდრო გოცირიძე - ხელისუფლება ეცდება, პოლიტიკური ველი მოასუფთავოს ოპონენტებისგან, რომლებიც მას კურსის ცვლილების გამო დაუპირისპირდნენ და მოსუფთავებული ნიშა დაუთმოს აშკარად პრორუსულ პოლიტიკურ პარტიებს
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი - ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზებთან დამკვირვებლები პატრულირებენ 24 საათი, წელიწადში 365 დღე - ეს ხაზს უსვამს ჩვენს ერთგულებას საქართველოში უსაფრთხოების მხარდაჭერის მიმართ
ქართული პრესის მიმოხილვა 13.11.2025
თბილისს ახალი ელეგანტური ადგილი შეემატა - „Royal Tbilisi“
ზღარბი დაბრუნდა - სწრაფი დაგროვებით და ახალი შეთავაზებებით