ბადრი ესებუას ადვოკატი - როგორც მაქვს ინფორმაცია, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ამ ხნის განმავლობაში საქართველოში იმყოფებდა, იყო აფხაზეთშიც, მაგრამ დიდი ხნით არა

როგორც მაქვს ინფორმაცია, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ამ ხნის განმავლობაში საქართველოში იმყოფებდა. იყო აფხაზეთშიც, მაგრამ დიდი ხნით არა, - ამის შესახებ ,,საქართველოს ბანკის“ ყაჩაღობაში ბრალდებული ბადრი ესებუას ადვოკატმა იოსებ ჯანაშიამ განაცხადა. მისი განმარტებით, მას შემდეგ რაც ესებუას სახელმა გაიჟღერა ბანკის ძარცვასთან დაკავშირებით, ესებუას გაუჩნდა განცდა, რომ საფრთხე ემუქრებოდა და ამიტომ იმალებოდა.

„გუშინ პირველად ვნახე და შესაბამისად, მქონდა გაცნობითი ხასიათის საუბარი. ჩვენ ვისაუბრეთ იმ თემაზე, რაც ეხებოდა მისი სისხლის სამართლის საქმეს. მისი პოზიცია ცნობილია, რომ ის თავს დამნაშავედ არ ცნობს. მისი განმარტებით, ეს დანაშაული არ ჩაუდენია და შემხებლობა ამ დანაშაულთან არ აქვს.

ის, თუ რატომ იმალებოდა, მისი განმარტებით, ყაჩაღობიდან მეორე დღეს გაჟღერდა მისი სახელი, დაიწყო საგამოძიებო მოქმედებები და გაუჩნდა განცდა, იმის გამო, რომ თანხა იყო ბანკიდან წაღებული, შესაძლოა, ყოფილიყო დევნის ობიექტი ყველა მხრიდან, მარტო პოლიციას არ გულისხმობდა. შეიძლება ვინმეს გასჩენოდა ინტერესი და "ენადირათ" ამ პირზე. იმის გამო, რომ საფრთხეს გრძნობდა, თავი აარიდა. მისი ძმაც დააკავეს, ნახა, რომ შურისძიება ხორციელდებოდა მის ოჯახზე და არაკანონიერი დევნა მასზე, ამიტომ გადაწყვიტა, რომ არ გამოჩენილიყო.

როგორც მაქვს ინფორმაცია, ის ამ ხნის განმავლობაში საქართველოში იმყოფებდა. იყო აფხაზეთშიც, მაგრამ დიდი ხნით არა", - განაცხადა იოსებ ჯანაშიამ.

ამასთან, ადვოკატის თქმით, თანხასთან დაკავშირებით ესებუასთვის არაფერი უკითხავს, რადგან მისი დაცვის ქვეშ მყოფი ამბობს, რომ ბანკის ყაჩაღობასთან შეხება არ ჰქონია. მისივე თქმით, ბადრი ესებუა სასამართლო პროცესს დაესწრება.

„ბრალდებული სასამართლო პროცესს აუცილებლად დაესწრება, მისი ინტერესიც არის. იქიდან გამომდინარე, რომ მისი ძმა უსამართლოდ არის გასამართლებული, დიდი იმედი არა აქვს, მაგრამ ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ და ვიბრძოლოთ სამართლებრივი გზით.

რაც შეეხება, იარაღს, რომელიც ამოიღეს სამართალდამცავებმა ჯიქიების ოჯახში მისი დაკავების დროს, როგორც განმიმარტა, ეს სპორტული იარაღია და მისია, რადგან მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრებოდა და სჭირდებოდა თავის დასაცავად", - აღნიშნა იოსებ ჯანაშიამ.

ცნობისთვის, ზუგდიდში „საქართველოს ბანკის“ ყაჩაღობაში ბრალდებული ბადრი ესებუა გუშინ, სოფელ ჯიხაშკარში, ერთ-ერთი ადგილობრივის, ომიანე ჯიქიას საცხოვრებელ სახლში დააკავეს.

„საქართველოს ბანკის“ შენობაში შეიარაღებული ბადრი ესებუა 2020 წლის 21 ოქტომბერს შეიჭრა. მას მძევლად 40-ზე მეტი მოქალაქე ჰყავდა აყვანილი და მათი გათავისუფლების სანაცვლოდ 500 ათას აშშ დოლარს და უსაფრთხოების გარანტიებს ითხოვდა. თანხის გადაცემის შემდეგ თავდამსხმელმა გაქცევა მოახერხა.

აღნიშნულ საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ტერორისტულ აქტს, მძევლად ხელში ჩაგდებას ტერორისტული მიზნით და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა