ნინო სურგულაძე კონსერვატორიის ისტორიის მუზეუმში მასტერკლასს გამართავს

მეცო-სოპრანო ნინო სურგულაძე 16 თებერვალს კონსერვატორიის ისტორიის მუზეუმში მასტერკლასს გამართავს.

თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მასტერკლასი 12:00 საათზე დაიწყება.

„ნინო სურგულაძემ დაამთავრა თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის ვოკალური ფაკულტეტი პროფესორ გულიკო კარიაულთან, 2001 წელს გახდა ბარსელონის ვინიასის სახელობის საერთაშორისო კონკურსის ლაურეატი და სამი სპეციალური პრიზის მფლობელი. ასევე, 2001-2003 წლებში დაამთავრა ლა სკალასთან არსებული დახელოვნების აკადემია, თეატრში, სადაც 100-ზე მეტ სპექტაკლში მიიღო მონაწილეობა, მათ შორის ორჯერ გახსნა სეზონი.

ნინო სურგულაძის დებიუტი 23 წლის ასაკში ლა სკალაში, ვერდის ოპერა "ობერტოში", კუნიძას პარტიაში შედგა.

ლა სკალაში ხშირად თანამშრომლობდა ისეთ დიდ მაესტროებთან, როგორიცაა რიკარდო მუტი, ნიკოლა ლუიზოტი, პიერ ლუიჯი პიცი და სხვა.

თანამშრომლობდა და თანამშრომლობს ისეთ ხელოვანებთან, როგორიცაა: პლაჩიდო დომინგო, მარსელო ალვარესი, ნადინ სიერა, დიმიტრი ხვოროსტოვსკი, ლეო ნუჩი, გუსტავო დუდამელი, რობერტო აბადო, მარია ხოსე სირი, ზუბინ მეტა და სხვა.

ამ წლების განმავლობაში ხშირი სტუმარია ისეთი თეატრების და ფესტივალების, როგორიცაა: ბარსელონას ლისეოს, მადრიდის სამეფო თეატრის, სეულის ოპერის, ბერლინერ ფილარმონიკის, ბერგენის ნორვეგიის, ჩიკაგო ლირიკის, ახალი ზელანდიის, ბუდაპეშტის, სტამბოლის, კოლუმბიის - ბოგოტას, ბოლონიის და ფლორენციის საოპერო თეატრების, ვალენსიის დედოფალ სოფიას, ლიეჟის სამეფოს, ნეაპოლის, პარმის თეატრის, რომის, გენუის, სასსარის, კალიარის, ტოკიოს ბუნკა კაიკანის, ჰონ კონგის, მიუნხენის, ფრანკფურტის, კიოლნის, მონტე კარლოს, არენა დი ვერონას ფესტივალის, ლონდონის კოვენტ გარდენის, მეტროპოლიტენ ოპერას, ზალცბურგის ფესტივალის, გლაინბორნის ფესტივალის და სხვა.

შესრულებული პარტიები მრავალფეროვანია, მათ შორისაა: ამნერისი, კარმენი, კუნიძა, ოლგა, მადალენა, არიოდანტე, ფენენა, ადალჯიზა, სანტუცა, პრეციოზილლა, რომეო, მარია, აზუჩენა, დორაბელა, სექსტუსი, ჯულიეტა, მუზა და მრავალი სხვა.

მონაწილეობა მიიღო ფილმ ოპერაში „რიგოლეტო“, რომელიც მსოფლიოს 190 ქვეყანაში გადაიცა დომინგოს მონაწილეობით, ასევე, ნეტფლიქსის სერიალში "ალიენისტი".

ასევე, მონაწილეობა აქვს მიღებული სამ მხატვრულ ფილმში - „მეტიჩარა“, „ვალსი პეჩორაზე“ და „მარტივი პასეანსი“.

გამოცემულია მრავალი დისკი, რომლებიც გაყიდვაშია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში.

2014 წლიდან ხელმძღვანელობს საქველმოქმედო ფონდ "ნატვრის ხეს", რომელმაც მეგობრებთან ერთად არაერთი ბავშვის სიცოცხლე გადაარჩინა. ფონდის საქველმოქმედო კონცერტებზე საქართველოს არაერთი საპატიო სტუმარი სტუმრობდა, მათ შორის: სოფია ლორენი, კარლო პონტი, კარმენ ჯანატაზიო, ეციო ბოსსო, დანიელა დესსი, ბარბარა ფრიტტოლი და სხვა.

საქართველოში ნინო სურგულაძე დაჯილდოვდა საპრეზიდენტო ბრწყინვალების ორდენით. ასევე იტალიის პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, გახდა იტალიის ვარსკვლავის ორდენის კავალერი, მალევე იტალიაში გადაეცა იტალიური გამომცემლობა „ჯიბი ოპერას“ „ოსკარი“,- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

სტეპან გრიგორიანი - უახლოეს 2-3 თვეში არსებობს იმის შანსი, რომ თურქეთ-სომხეთის საზღვარი მესამე ქვეყნის მოქალაქეებისა და დიპლომატებისთვის გაიხსნას
ქართული პრესის მიმოხილვა 24.06.2024
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ძალიან მინდა დავიჯერო, რომ ჩინური კომპანიის შერჩევა პროექტის განსახორციელებლად უბრალოდ გაუაზრებელი ნაბიჯია და არა პოლიტიკური ტრენდის შეცვლის შემაშფოთებელი ნიშანი
კახა ოქრიაშვილი - საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი გაყინულია, რაც იმას ნიშნავს, რომ გაყინულია პერსპეტივა ქართველი მასწავლებლის საშუალო ხელფასი 4 500 ლარი გახდეს
კახა ოქრიაშვილი - 2016 წელს 2 მილიონი „ოცნებას“ გადავუხადე თუ პირადად ბატონ ივანიშვილს?