გია ვოლსკი - სააკაშვილი გამოყენებულია როგორც მექანიზმი, ინსტრუმენტი და ცდილობენ პოლიტიკური დივიდენდი მიიღონ მისგან, მაგრამ რეალურად არავის მისთვის სიკეთე არ უნდა

სააკაშვილი გამოყენებულია როგორც მექანიზმი, ინსტრუმენტი, შეცოცებული არიან ყველანი სააკაშვილზე და ცდილობენ პოლიტიკური დივიდენდი მიიღონ მისგან, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარლამენტის პირველმა ვიცე- სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა.

ვოლსკი ოჯახის მიერ ლობისტური კომპანიის დაქირავების შესახებ ინფორმაციას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ როცა თანხა კანონიერია, შეუძლიათ ლობისტურ კომპანიებშიც დახარჯონ, თუმცა, როგორც ვოლსკი აღნიშნავს, ეს თანხები საქართველოს დისკრედიტაციისთვის იხარჯება.

"მიხეილ სააკაშვილმა პრეზიდენტობის პერიოდში საკუთარ ოჯახს საკმაოდ დიდი ქონება გადასცა, ამ თანხას რაც ლობისტურ კომპანიას გადაუხადეს, ეს წარმომავლობა აქვს თუ სხვა, ან გიული ალასანიას გარდერობს ეს წარმომავლობა აქვს თუ სხვა, მე არ ვიცი.

ადამიანებს, ვისაც კანონიერად გააჩნიათ თანხა, შეუძლიათ კანონიერად ხარჯონ მათ შორის, ლობისტურ კომპანიებში, მაგრამ როცა საუბრობ იმაზე, რომ ადამიანი ცუდად არის, არ ჩამოგყავს ექიმი, არც იურისტი, არ გადიხარ კონსულტაციას ექსპერტებთან, არც ექსპერტიზას ატარებ და მილიონ დოლარს ხარჯავ იმისთვის, რომ პროპაგანდა გაუწიო შენი შვილის ცუდად ყოფნას, ეს რასაკვირველია ეჭვებს აღძრავს. საიდან მოდის თანხა არ ვიცი, თანხა სოლიდურია და გამოყენებულია იმისთვის, რომ საქართველოს დისკრედიტაცია მოახდინონ. რაც მთავარია, სააკაშვილი თავად გამოყენებულია როგორც მექანიზმი, ინსტრუმენტი, რომ თავის პოლიტიკური გეგმები შეასრულონ და შეცოცებული არიან ყველანი სააკაშვილზე, ცდილობენ პოლიტიკური დივიდენდი მიიღონ მისგან. მაგრამ რეალურად არავის მისთვის სიკეთე არ უნდა, რაც უფრო ცუდად იქნება და მუდმივად ეს ინსტრუქცია აქვს ალბათ თავის პოლიტიკური თანამებრძოლებისგან, მათთვის უკეთესი იქნება,"- განაცხადა ვოლსკიმ.

ცნობისთვის, „რუსთავი 2“-ის ინფორმაციით, აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ვებგვერდზე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სააკაშვილის ოჯახმა ლობისტურ კომპანიას 917,177.44 აშშ დოლარი გადაუხადა.

„აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ვებგვერდზე მიხეილ სააკაშვილის მიერ დაქირავებული ლობისტური კომპანიის Akerman LLP-ის საქმიანობის შესახებ ინფორმაცია ვრცელდება, საიდანაც ირკვევა, რომ ლობისტურმა ჯგუფმა სამედიცინო ექსპერტებს დასკვნების სანაცვლოდ სოლიდური თანხა ($284,784 აშშ დოლარი) გადაუხადა.

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის მონაცემების მიხედვით, ამერიკული იურიდიული კომპანია Akerman LLP საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას ლობირებს. 3 თებერვლით გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ ადვოკატი მასიმო დიანჯელო უკვე 2022 წლის ივლისიდან მუშაობს სააკაშვილის ლობისტად, რაშიც, ჯამში, მისმა კომპანიამ $917,177.44 აშშ დოლარი მიიღო. ლობისტებთან გაფორმებულ სოლიდურ კონტრაქტს მიხეილ სააკაშვილის დედა გიული ალასანია აწერს ხელს“, - ნათქვამია „რუსთავი 2“-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები