ანონსი  10 თებერვალი

10 თებერვალს, 10:00 საათზე, სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ პრეზენტაციას და დისკუსიას თემაზე: „დეზინფორმაციის გავრცელება საქართველოში - სახელმწიფოს მიდგომა და ბრძოლის გზები“ გამართავს.

მის: შოთა რუსთაველის გამზ.13

10 თებერვალს, 11:00 საათზე თურქეთის საელჩოს წარმომადგენლებთან ერთად, თბილისის დამოუკიდებელ მრეწველთა და ბიზნესმენთა ასოციაციის „მუსიადის“ თავმჯდომარე ოზგურ იუჯელი და საქართველოში თურქ ბიზნესმენთა ასოციაციის „გურთიადის“ თავმჯდომარე ოსმან თურანი კაჰრამანმარაშში მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად, უსახლკაროდ დარჩენი ადამიანებისთვის მოგროვილი ნივთების და თანხის შესახებ განცხადებას გააკეთებენ და დატვირთული მანქანები თურქეთის მიმართულებით დაიძვრებიან.

მის: ლიბანის 4/გ, ავჭალა, შპს „იონფაში ჯორჯია“, საწყობი

საკონტაქტო: ირინა კოლესნიკოვა - 577 40 05 09

10 თებერვალს, 11:30 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში ორგანიზაცია „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ გამგეობის თავმჯდომარის, ეკა ლალიაშვილის პრესკონფერენცია გაიმართება.

თემა: „საგზაო უსაფრთხოების კუთხით არსებული ვითარება: საგზაო შემთხვევების 1 წლის სტატისტიკა. სიჩქარის ლიმიტების საკითხი. უსაფრთხოების შესახებ კამპანია, რომელიც ევროკავშირის მხარდაჭერით იწყება“.

საკონტაქტო: 593 53 45 24

10 თებერვალს, 12:00 საათზე, რუსთავში საქართველოს „სასამართლოს გუშაგის“ მიერ რუსთავის საქალაქო სასამართლოს შესახებ ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართება.

მის: რუსთავი, რუსთაველის ქ. N30ა, „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრი“. საკონტაქტო: თათია ლომთაძე - 551 51 35 14

10 თებერვალს, 13:00 საათზე, პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის სხდომა გაიმართება.

ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, V სართული)

10 თებერვალს, 16:00 საათზე, პარლამენტის აგრარულ საკითხთა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების და განათლებისა და მეცნიერების კომიტეტების გაერთიანებული თემატური მოკვლევის - „ბაზრის მოთხოვნაზე მორგებული განათლების ხელმისაწვდომობა თანამედროვე აგრარული და გარემოსდაცვითი მიმართულებებით“ ფარგლებში გაიმართება მეორე ზეპირი მოსმენა დარგობრივი ასოციაციების წარმომადგენლებთან.

ჟიული შარტავას სახელობის დარბაზი (A კორპუსი, III სართული, ოთახი N307)

10 თებერვალს, 16:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი ხორვატიის რესპუბლიკის საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრ, გორდან გრლიჩ რადმანს შეხვდება.

დავით აღმაშენებლის სახელობის დარბაზი (B კორპუსი, II სართული, ბიუროს ოთახი)

10 თებერვალს, 19:00 საათზე, „უდაბნო ჯგუფის“ ინიციატივით, დარენ დოჰერტისთა საჯარო შეხვედრა გაიმართება.

თემა: რეგენერაციული აგროკულტურა - სოფლის მეურნეობის განახლება მომდევნო 10 000 წლის განმავლობაში.

მის: მერაბ კოსტავას 14, სასტუმრო „რუმსი“, Garden Hall

საკონტაქტო: ანასტასია ზურაბიშვილი - 595 09 02 79

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
ევროკავშირის წევრი 13 ქვეყნის ევროპის საკითხთა მინისტრები - საქართველოს ევროპული მომავალი თქვენს ხელშია
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა