თავდაცვის მინისტრმა აშშ-ის ეროვნული გვარდიის ბიუროში შეხვედრა გამართა

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტს განაგრძობს - პენტაგონში აშშ-ის თავდაცვის მდივანთან ლოიდ ოსტინთან შეხვედრის შემდეგ ჯუანშერ ბურჭულაძეს აშშ-ის ეროვნული გვარდიის ბიუროში ეროვნული გვარდიის უფროსმა, გენერალმა დანიელ ჰოკანსონმა უმასპინძლა,- ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, შეხვედრას აშშ-ის თავდაცვის მდივნის თანაშემწის მოადგილე რუსეთის, უკრაინისა და ევრაზიის საკითხებში ლორა კუპერი, ევროპასა და აფრიკაში აშშ-ის არმიის მეთაურის მოადგილე გენერალ-მაიორი ჯო ჯერარდი, ეროვნული გვარდიის ბიუროს წარმომადგენლები და საქართველოს დელეგაციის წევრები დაესწრნენ.

„მხარეებმა აშშ-ის მხარდაჭერით საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების მიზნით განხორციელებული მნიშვნელოვანი პროგრამები განიხილეს. ჯუანშერ ბურჭულაძემ ამერიკულ მხარეს მადლობა გადაუხადა „პარტნიორობა ქვეყნებს შორის“ პროგრამის განხორციელებისთვის, რომელიც ათეულობით წლებია ჯორჯიის შტატის ეროვნულ გვარდიასთან წარმატებით მიმდინარეობს და სამაგალითო პარტნიორობის ნიმუშია.

მხარეებმა მრავალეროვნული სამხედრო სწავლებების მნიშვნელობაზე ისაუბრეს და ხაზგასმით აღნიშნეს მათ განხორციელებაში ეროვნული გვარდიის განსაკუთრებული მხარდაჭერა და კონტრიბუცია“,- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
ევროკავშირის წევრი 13 ქვეყნის ევროპის საკითხთა მინისტრები - საქართველოს ევროპული მომავალი თქვენს ხელშია
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა