თავდაცვის მინისტრმა არლინგტონში უცნობი ჯარისკაცის საფლავი გვირგვინით შეამკო

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგლებში აშშ-ში საქართველოს ელჩთან დავით ზალკალიანთან და თავდაცვის სამინისტროს დელეგაციის წევრებთან ერთად არლინგტონის ეროვნულ სასაფლაოზე იმყოფებოდა.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრმა გვირგვინით შეამკო უცნობი ჯარისკაცის საფლავი და პატივი მიაგო დაღუპული გმირების ხსოვნას.

„ცერემონიალის დასრულების შემდეგ დელეგაციის წევრებმა არლინგტონის სასაფლაოს მემორიალური ამფითეატრის საგამოფენო ოთახი მოინახულეს. თავდაცვის მინისტრმა მასპინძელ მხარეს საჩუქრად სამახსოვრო დაფა გადასცა.

ვიზიტის ფარგლებში საქართველოს თავდაცვის მინისტრი აშშ-ის თავდაცვის მდივანს ლოიდ ოსტინს შეხვდა და ორ ქვეყანას შორის შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში სტრატეგიული თანამშრომლობის საკითხები განიხილა“, - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მიხაილო სამუსი - უკრაინა კიევის კაშხლის დაბომბვის თავიდან აცილებას შეძლებს!
ქართული პრესის მიმოხილვა 08.06.2023
ანდრო გოცირიძე - რუსული სპეცსამსახური საქართველოში ახორციელებს საოკუპაციო რეჟიმს, მასთან ურთიერთობა პოზიტიურ ჭრილში გამორიცხულია
„სმარტ კაპიტალი“ თბილისს შემოგარენის განაშენიანების ახალ პროექტს სთავაზობს
რეიტინგული ტელეარხების საუკეთესო შეთავაზებით დიჯიტალ ტვ განვითარებას აგრძელებს
„სილქნეტის“ ახალი ნომრის გააქტიურება და ქსელში ჩართვა „სმარტის“ მარკეტებში შეგეძლებათ
თბილისში, სააკაძის მოედანზე „ქეი ეფ სის“ ახალი რესტორანი გაიხსნა