„გელათის კონგრესი“ - 2023 წელი დავით აღმაშენებლის წლად გამოცხადდეს - საქართველოში უნდა არსებობდეს ქალაქი ბაგრატიონი

დავით აღმაშენებლის 950 წლის იუბილესადმი მიძღვნილი გელათის 8 თებერვლის მეცნიერთა კონგრესი ხელისუფლებას მოქმედებისთვის და საზოგადოებას მხარდაჭერისთვის მიმართავს, რომ 2023 წელი დავით აღმაშენებლის წლად გამოცხადდეს.

ამის შესახებ ინფორმაციას მეცნიერთა კონგრესის პრეს-ცენტრი ავრცელებს.

„გელათის კონგრესი, თანამემამულეებს საქართველოსა და ქვეყნის ფარგლებს გარეთ მხარდაჭერისთვის, სამეცნიერო საზოგადოებას, შემოქმედებით ინტელიგენციას განხილვისა და დისკუსიისთვის, ხელისუფლებას პოზიციის საჯაროდ გამოხატვისა და გადაწყვეტილებების მიღებისთვის, საინფორმაციო საშუალებებს საჯარო განხილვისთვის და ბაგრატოვანთა სამეფო კარს ნებართვისთვის მიმართავს, რომ 2023 წელი დავით აღმაშენებლის წლად გამოცხადდეს. მომზადდეს შესაბამისი დოკუმენტები საერთაშორისო ორგანიზაცია იუნესკოში წარსადგენად; წმინდანი მეფის, დავით აღმაშენებლის ძეგლი დაბრუნდეს იმ მოედანზე, სადაც მისი აღმართვა საქართველოს კათლიკოს-პატრიარქმა უწმიდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ აკურთხა; ბაგრატოვანთა გვარი შეტანილ იქნას საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში; გაიგზავნოს შესაბამისი თხოვნა იუნესკოსში ბაგრატოვანთა გვარის მსოფლიოს კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში შეტანისთვის.

ჩვენ მიგვაჩნია, რომ საქართველოში უნდა არსებობდეს ქალაქი ბაგრატიონი და მიზანშეწონილად ვთვლით, დაიწყოს დისკუსია ხალხის, ეკლესიისა და ხელისუფლების მონაწილეობით, ამ საკითხთან დაკავშირებით. ჩვენ ვთვლით, რომ მომავლის საქართველოსთვის განმსაზღვრელია ერთობა და სწორედ ამიტომ აუცილებელია მოხდეს ხალხის, ეკლესიისა და ხელისუფლების თანამშრომლობის ჰარმონიზაცია „ყოველთა ქართველთა, საქართველოს შვილთა და საქართველოს მეგობართა“ მსოფლიო კონგრესის ჩატარებისთვის. ხელისუფლების ორგანიზებით, მეცნიერების და საზოგადოების ფართო წარმომადგენლობით, შემუშავდეს „ქართული დოქტრინა“; სახელისუფლებო დონეზე, როგორც მთავრობაში, ასევე პარლამენტში, მოხდეს მეცნიერთა კონგრესის მიერ შემუშავებული პროგრამის - “მიზანია სამშობლო და ადამიანი, სხვა ყველაფერი, ხელისუფლების ჩათვლით, საშუალება ამ მიზნის მისაღწევად“ განხილვა.

მეცნიერთა კონგრესი თვლის, რომ საკითხის განხილვა და დისკუსია უნდა დასრულდეს მოკლე პერიოდში და გამოთქვამს მზადყოფნას, რომ ყველა დაინტერესებულ ორგანოს, თუ პირს ეწვიოს ამ საკითხების განხილვისა და დამატებითი ინფორმაციის მიწოდების მიზნით“, - აღნიშნულია მიმართვაში.

ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
გიორგი ბილანიშვილი - იმის მტკიცება, რომ რაღაცის სხვანაირად გაკეთების შემთხვევაში საქართველო 2008 წელს თავიდან აიცილებდა რუსეთის სამხედრო აგრესიას,  მგონია, რომ აზრს მოკლებულია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე