ავთანდილ ენუქიძე „ქართულ ოცნებას“ - მოგიწოდებთ, ფაშისტური ორგანიზაციების წინააღმდეგ ზომები მიიღოთ

მოგიწოდებთ, ფაშისტური ორგანიზაციების წინააღმდეგ ზომები მიიღოთ, რადგან ამან არჩევნების დროს შეიძლება თავი გამოყოს - არც დიდი მეგობარი გითითებთ: - ამას მიხედეთო, რადგან ხელისუფლების აყირავება რომ დასჭირდეთ, ამას გამოიყენებენ! - ეს განცხადება პარლამენტის ბიუროს სხდომაზე “ქართული ოცნების“ მისამართით ვიცე-სპიკერმა ავთანდილ ენუქიძემ გააკეთა.

ენუქიძემ ამ კონტექსტში გიორგი ჭელიძის სახელი ახსენა.

“ნიურნბერგის პროცესის შემდეგ, ასეთი დიდი ფორუმი, რომელმაც ფაშისტური ორგანიზაციები და მათი არსებობა დაგმო, არ ჩატარებულა. არ ვიცი, აკვირდებით თუ არა, მაგრამ “ფეისბუქი“ აჭრელებულია - არის ვიღაც გიორგი ჭელიძე, შექმნეს ფაშისტური ორგანიზაცია და დააანონსეს, რომ ქალაქებში სიარულს და რაღაც მოძრაობებს დაიწყებენ. მიღებულია მსოფლიო დადგენილება და ეს იდეოლოგია ქვეყნებში აკრძალულია. მეჩვენება, რომ არჩევნების წინ მიჩუმებულია, არც დიდი მეგობარი გითითებთ: ამას მიხედეთო, რადგან მერე ხელისუფლების აყირავება რომ დასჭირდეთ, ამას გამოიყენებენ - გახსოვთ, მაიდანზე ამნაირ ხალხს კარგად ურიგებდნენ "პეჩენიებს".

მოგიწოდებთ, ამას მიხედოთ - არჩევნების დროს ამან შეიძლება თავი გამოყოს. თავის ქალებითა და გადაჯაჭვული ძვლებით რომ დადიან, Youtube-ი აჭრელებულია. მიიღეთ ზომები - მე რომ ხელისუფლებაში ვიყო, ზომებს მივიღებდი აკრძალვამდე და დაპატიმრებამდეც კი“, - განაცხადა ავთანდილ ენუქიძემ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე.

ენუქიძის პასუხად პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ დარწმუნებულია, რომ მსგავსი აქტივობები უსაფრთხოების სამსახურების კონტროლის ქვეშ იქნება

“არ ვიცი, კონკრეტული ფაქტი, თუმცა საქართველოს წინაშე არსებული გამოწვევის ფონზე ჰიბრუდული საფრთხეები მზარდია. ამ მხრივ მნიშვნელოვანი ქვეყნის უსაფრთხოების სისტემა სათანადოდ მხარდაჭერილია, მათ შორის პარლამენტის მხრიდან“, - დასძინა შალვა პაპუაშვილმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
ევროკავშირის წევრი 13 ქვეყნის ევროპის საკითხთა მინისტრები - საქართველოს ევროპული მომავალი თქვენს ხელშია
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა