ანონსი  14 თებერვალი

14 თებერვალს, 11:00 საათზე, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომა გაიმართება.

ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, V სართული)

14 თებერვალს, 11:00 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში „პურის მცხობელთა ასოციაციის“ თავმჯდომარის, მალხაზ დოლიძის პრესკონფერენცია გაიმართება.

თემა: „პურის ფასი - მოლოდინები გაზაფხულის სეზონისთვის. ფქვილის იმპორტის და მარაგების მაჩვენებლები. პურის დამზადებაში ახალი რეგულაციები შემოდის - რა წესები ამოქმედდება და როგორ ხვდება სექტორი სიახლეს“.

მის: კოსტავას ქუჩა 47/57

საკონტაქტო: 593 53 45 24

14 თებერვალს, 11:15 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში „საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის“ აღმასრულებელი დირექტორის, ლევან სილაგავას პრესკონფერენცია გაიმართება.

თემა: „ხორბლის საერთაშორისო ბაზარზე არსებული უახლესი ტენდენციები და ვითარება საქართველოს ბაზარზე. რა მდგომარეობაა ქვეყანაში მარაგების მხრივ და როგორია ხორბლის იმპორტის მაჩვენებელი ამ დროისთვის. პროგნოზი გაზაფხულის სეზონისთვის“.

მის: კოსტავას ქუჩა 47/57

საკონტაქტო: 593 53 45 24

14 თებერვალს, 11:30 საათზე, პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის სხდომა გაიმართება.

კომიტეტის სათათბირო ოთახი N239 (C კორპუსი, II სართული)

14 თებერვალს, 12:00 საათზე, „მშენებლობით დაზარალებულთა ასოციაციის“ იურისტები თბილისის მერიის იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელთან შეხვედრას გამართავენ. თემა: 2023 წლის 27 იანვარს თბილისის საკრებულოს მიერ მიღებული დადგენილეებაა, რომლის მიხედვითაც ავარიული სახლების ჩანაცვლების წესში ცვლილებები შევიდა.

მის: თბილისის მერია

საკონტაქტო: 597702919

14 თებერვალს, 12:00 საათზე, პარლამენტის დარგობრივი და აგრარულ საკითხთა კომიტეტების ერთობლივი სხდომა გაიმართება.

პირველი რესპუბლიკის დარბაზი (C კორპუსი, III სართული)

14 თებერვალს, 13:00 საათზე, ექიმები, ფსიქოლოგები, ექთნები, ადრეული განვითარების სპეციალისტები, სპეც. პედაგოგები, ფსიქიატრები და სხვა სპეციალისტები ჯანდაცვის სამინისტროსთან შრომის პირობების გაუმჯობესებისა და ღირსეული ხელფასების მოთხოვნის მიზნით, ჯანდაცვის სამინისტროსთან აქციას გამართავენ.

მის: წერეთლის 144

საკონტაქტო: დავით ომსარაშვილი - 591 98 67 87; ნაზი ბიბიჩაძე - 591 88 50 18

14 თებერვალს, 17:00 საათზე, შინაგან საქმეთა სამინისტროში, ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულ საპოლიციო ღონისძიებებთან და ნარკორეალიზატორების დაკავებასთან დაკავშირებით, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი, თეიმურაზ კუპატაძე ბრიფინგს გამართავს.

მის: გულუას ქ.N10

გილიომ მერსიე - ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე დაბრუნება საქართველოს ხელისუფლების ხელშია - ევროკავშირი მზადაა განაახლოს ურთიერთობა
ქართული პრესის მიმოხილვა 10.02.2025
ანდრო გოცირიძე - საქართველო დღეს ბევრად უფრო დაუცველია, ვიდრე, მაგალითად, ათი წლის წინ იყო
ევროპის ოლიმპიური კომიტეტების პრეზიდენტი ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის შესახებ - ახალი სპორტული ობიექტები შესანიშნავია და უმაღლესი დონის საერთაშორისო სტანდარტებს შეესაბამება
ბრიტანულ-ქართული აკადემიისა და ბრიტანული საერთაშორისო სკოლის დირექტორი  - „საქართველოს კაპიტალი“ ბრიტანულ-ქართული აკადემიის დირექტორად არაკომპეტენტური და საეჭვო რეპუტაციის პირის დანიშვნას ცდილობს
„ამბასადორი აილენდ ბათუმს“ ზღვაში მოწყობილი 19 ჰექტარი  ტერიტორია საკუთრებაში გადაეცა