ირაკლი ალადაშვილი - ბათუმში, სავარაუდოდ, საზღვაო ნაღმი აფეთქდა - ერთი წლის წინ ვსაუბრობდით საფრთხეზე: „როდის ველოდოთ აჭარის სანაპიროზე ღუზამოწყვეტილ, მოტივტივე საზღვაო ნაღმების სტუმრობას, როცა რუმინელები და თურქები მათ უკვე იჭერენ“

სამხედრო-ანალიტიკური ჟურნალ „არსენალის“ მთავარი რედაქტორის, ირაკლი ალადაშვილის განცხადებით, ბათუმის სანაპიროსთან, ზღვაში, სავარაუდოდ, საზღვაო ნაღმი აფეთქდა.

როგორც ირაკლი ალადაშვილი აღნიშნავს, მსგავსი ფაქტები ბულგარეთის, რუმინეთის და თურქეთის სანაპიროებზეც მოხდა.

„ვიდეოკადრების მიხედვით შეიძლება წინასწარი დასკვნების გამოტანა, რომ სავარაუდოდ, საზღვაო ნაღმის აფეთქება მოხდა, რომელიც ზღვამ სანაპიროზე გამორიყა. ერთი წლის წინ ამ საფრთხეზე ვსაუბრობდით და ასეთი სათაურიც გვქონდა სტატიაზე: „როდის ველოდოთ აჭარის სანაპიროზე ღუზამოწყვეტილ მოტივტივე საზღვაო ნაღმების სტუმრობას, მაშინ, როდესაც რუმინელები და თურქები მათ უკვე იჭერენ“. ანუ, ეს ნაღმები რუსეთის უკრაინაზე თავდასხმის დროს, ზუსტად ერთი წლის წინ, როდესაც რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ძალები დიდი სადესანტო ხომალდებიდან აპირებდნენ საზღვაო დესანტის გადასხმას ოდესა-ოჩაკოვის მონაკვეთზე, უკრაინელებმა თავდაცვის მიზნით, ამ სანაპირო ზოლთან საზღვაო ნაღების განთავსება მოახდინეს. ამ პრინციპმა იმუშავა და რუსებმა საზღვაო დესანტის გადასხმა მაშინ ვეღარ გაბედეს, მაგრამ შემდგომ დროთა განმავლობაში, ეტყობა ზღვის ღელვამ, შტორმმა ამ საზღვაო ნაღმების ნაწილი ღუზებს მოწყვიტა (ისინი ღუზებით არიან ფსკერზე დამაგრებულები) და ზღვაში გამოიტანა. ამ ხნის განმავლობაში ბულგარეთის, რუმინეთის და თურქეთის სანაპიროსთანაც იყო რამდენიმე შემთხვევა, როდესაც მოტივტივე საზღვაო ნაღმები აღმოაჩინეს და შემდეგ დისტანციიდან სროლით მათი აფეთქება მოახდინეს. თითოეული ასეთი საზღვაო ნაღმი 172 კგ-ს იწონის და მასში 20 კგ ძლიერი ასაფეთქებელი ნივთიერების ნარევია მოთავსებული,“ - განაცხადა ირაკლი ალადაშვილმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა