ხათუნა სამნიძე „ხალხის ძალის“ მიერ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის ინიცირებაზე - ეს არის „ქართული ოცნების" გადაწყვეტილება და უარი ქვეყნის ევროპულ სტატუსზე

„ქართულმა ოცნებამ“ პროექტის ინიცირებით, რომელიც არის პირდაპირ რუსული გზა, გადაწყვიტა უარი თქვას იმ მცირე შანსზე, რომელიც აქვს ქვეყანას იმისთვის, რომ მოიპოვოს კანდიდატის სტატუსი, - ასე ეხმიანება „რესპუბლიკური პარტიის" წევრი ხათუნა სამნიძე „უცხოური გავლენის" თაობაზე პარლამენტში კანონპროექტის რეგისტრირებას.

სამნიძე აცხადებს, რომ „ხალხის ძალა", რომელიც პროექტს არეგისტრირებს, არის „ქართული ოცნების" ნაწილი და შესაბამისად, ამ პროექტის ინიცირება სწორედ, "ქართული ოცნების" გადაწყვეტილებაა, რომლითაც ისინი უარს ამბობენ კანდიდატის სტატუსზე.

„კანონპროექტი, რომლის ინიცირება ხდება, არის „ქართული ოცნების" გადაწყვეტილება და უარი ქვეყნის ევროპულ სტატუსზე. ეს არ არის ზურგის ქცევა ირიბი გადაწყვეტილებებით, „ქართულმა ოცნებამ" და ხაზს ვუსვამ „ქართულმა ოცნებამ" და არა ვინმე სხვამ, რადგან ეს ჯგუფი არის "ქართული ოცნების" ნაწილი, ამ პროექტის ინიცირებით, რომელიც არის პირდაპირ რუსული გზა, გადაწყვიტა უარი თქვას იმ მცირე შანსზე, რომელიც აქვს ქვეყანას იმისთვის, რომ მოიპოვოს კანდიდატის სტატუსი. ამ კანონის დარეგისტრირება არის პირაპირ უარი ქვეყნის ევროპულ სტატუსზე, მას არავითარი საერთო არ აქვს ამერიკულ კანონმდებლობასთან, ესაა რუსული გზა, ასე გააკეთა პუტინმა 2012 წელს და ვხედავთ, რაც ხდება რუსეთში. მითუმეტეს ჩვენს ქვეყანას ასოცირების შეთანხმებით აქვს ვალდებულება გააძლიეროს არასამთავრობო სექტორი, სამოქალაქო საზოგადოება და ამის ნაცვლად, ებრძვის მათ,"- განაცხადა სამნიძემ.

ის ასევე გამოეხმაურა მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ევროპარლამენტის რეზოლუციას და განაცხადა, რომ ევროპელი პარტნიორების კრიტიკული განცხადებები უკავშირდება იმას, რომ მათ არ სურთ ეს საკითხი გახდეს ბარიერი სტატუსის მისაღებად.

"როცა საქართველოს ჰყავს ხელისუფლება, რომელიც მიესალმება პირდაპირ ფრენებს რუსეთთან, აინიცირებს კანონპროექტს, რომელიც არის რუსული გზა, თავს ესხმიან დასავლელ პარტნიორებს, როცა პატიმრობაში მყოფი მესამე პრეზიდენტის სიცოცხლის უფლება ილახება, ასეთ ვითარებაში, რა თქმა უნდა, ჩვენ მივიღებთ მკაცრ განცხადებას და მკაცრ კრიტიკას. "ქართული ოცნება" როცა ისმენს საკუთარ თავზე ამ კრიტიკას, თავდასხმით კი არ უნდა უპასუხოს, ამ კრიტიკის გააზრებით უნდა უპასუხოს და იმ პოლიტიკური ნაბიჯებით, რომელიც გადაჭრიან პრობლემებს და გამოწვევებს, რის გამოც ქვეყნის იმიჯი ილახება,"- განაცხადა სამნიძემ.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
Jacobs-სა და Carte Noire-ის შეძენისას მომხმარებელს ავთენტურობის გადამოწმება ცხელ ხაზზე შეუძლია
ტერაბანკის მხარდაჭერით სენაკის ტექნოპარკში კიბერუსაფართხოების ჰაკათონი ჩატარდა
ახალი პროფესია სამხედრო მოსამსახურეების მეუღლეებისთვის - „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ ქალთა გაძლიერების ექვსთვიანი პროგრამა დანერგა
„გორგია“ 2025 წლის საუკეთესო დამსაქმებლის ტიტულით დაჯილდოვდა
„არქის" საახალწლო გრანდიოზული დღესასწაული  მხოლოდ არქელებისთვის გრანდ ავენიუზე
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან