ანონსი  15 თებერვალი

15 თებერვალს, 10:30 საათზე, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართება.

ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, V სართული)

15 თებერვალს, 11:00 საათზე, „ლელოს“ პოლიტსაბჭოს წევრები საბა ბუაძე და თაზო დათუნაშვილი საგანგებო ბრიფინგს გამართავენ.

თემა: „რუსულ კომპანია „ინტერრაოსთან“ სახელმწიფოს მიერ გაფორმებული საიდუმლო კონტრაქტი, წაგებული საქმე და მილიონობით დოლარი, რომლის გადახდაც სახელმწიფოს მოუწევს“.

მის: სადგურის მოედანი #2

15 თებერვალს, 11:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი კორეის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის კორეა-საქართველოს საპარლამენტთაშორისო მეგობრობის ჯგუფის დელეგაციის წევრებს შეხვდება.

პარლამენტის თავმჯდომარის სათათბირო ოთახი (B კორპუსი, II სართული)

15 თებერვალს, 11:30 საათზე, პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სხდომა გაიმართება.

ჟიული შარტავას სახელობის დარბაზი (A კორპუსი, III სართული, ოთახი N307)

15 თებერვალს, 11:30 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში რეგიონული პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხების ანალიტიკოსის, „კავკასიელ ხალხთა კონფედერაციის“ თავმჯდომარის, ზაალ კასრელიშვილის პრესკონფერენცია გაიმართება.

თემა: „მარია ზახაროვას განცხადება.

ნატო-ს თავდაცვის მინისტერიალი და იენს სტოლტენბერგის განცხადება საქართველოსთან დაკავშირებით“.

მის: კოსტავას ქ.47/57

საკონტაქტო : 593 53 45 24

15 თებერვალს, 11:30 საათზე, საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის ორგანიზებით სასტუმრო „რედისონში“ მრგვალი მაგიდა გაიმართება. ღონისძიებას დაესწრებიან მთავრობის, ბიზნესის, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO), პროფესიული კავშირებისა და სხვა დაინტერესებული მხარეების წარმომადგენლები.

თემა: საკანონმდებლო ცვლილებები და 2023 წელს დაგეგმილი შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) კონვენციათა რატიფიკაციის საკითხები ზეგავლენა ბიზნესზე.

მის: ვარდების რევოლუციის მოედანი

საკონტაქტო: ცირა იობაშვილი - 598 54 44 15

15 თებერვალს, 11:55 საათზე, საქართველო-კორეის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი, შოთა ხაბარელი და ჯგუფის წევრები შეხვედრას გამართავენ კორეის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის კორეა-საქართველოს საპარლამენტთაშორისო მეგობრობის ჯგუფის დელეგაციის წევრებთან.

საქართველოს კონსტიტუციის დარბაზი (A კორპუსი, III სართული, ოთახი N304)

15 თებერვალს, 12:00 საათზე, „ვოლტის“ კურიერები, კომპანია „ვოლტის“ ოფისთან შეიკრიბებიან და აქცია-მსვლელობას გამართავენ.

მის: აბაშიძის 38

15 თებერვალს, 13:00 საათზე, პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომა გაიმართება.

ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, V სართული)

15 თებერვალს, 14:00 საათზე, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის სხდომა გაიმართება.

მის.: ინგოროყვას 7

15 თებერვალს, 14:00 საათზე, პარლამენტის კულტურის კომიტეტის სხდომა გაიმართება.

საქართველოს კონსტიტუციის დარბაზი (A კორპუსი, III სართული, ოთახი N304)

15 თებერვალს, 14:00 საათზე, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში აკადემიკოსი ინესა მერაბიშვილი მოხსენებას თემაზე - „რატომ უწოდა რუსთველმა თავის პოემას „ვეფხისტყაოსანი“წარმოადგენს.

მის: შოთა რუსთაველის გამზ. 52; მე-5 სართულის დარბაზი.

საკონტაქტო: 577 52 17 78

15 თებერვალს, 15:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართება, რომელიც 7 ნოემბრის საქმეს ეხება.

15 თებერვალს,15:30 საათზე, პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართება.

საქართველოს კონსტიტუციის დარბაზი (A კორპუსი, III სართული, ოთახი N304)

15 თებერვალს, 17:00 საათზე, სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ ნანა ბურჭულაძის წიგნის „შუა საუკუნეების საქართველოს ქრისტიანული ხელოვნების საგანძური“ პრეზენტაცია გაიმართება.

მის: შოთა რუსთაველის გამზ.13

სერგი კაპანაძე - კონფლიქტების თემებზე ჩვენს საზოგადოებაში უნდა არსებობდეს ფართო კონსენსუსი და დიალოგის დაწყებამდე ჩვენ თავად უნდა გვქონდეს განსაზღვრული, რისი მიღწევა გვსურს დიალოგის შედეგად
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2023
„ნექსია საქართველოს“ მმართველი პარტნიორი, გელა მღებრიშვილი Nexia-ს ქსელის EMEA-ს ბორდის წევრად აირჩიეს
სილქნეტი და Visa პირველ ერთობლივ აქციას აანონსებენ
გერმანული ტექნოლოგიით წარმოებული „იტონგის“ აირბლოკი, კომუნალური ხარჯების 40%-მდე დაზოგვის საშუალებას იძლევა - ინოვაცია ქართულ ბაზარზე