საქართველოს მოქალაქეებს შესაძლოა, ფინეთსა და კვიპროსში დასაქმების შესაძლებლობაც მიეცეთ

საქართველოს მოქალაქეები შესაძლოა, ფინეთსა და კვიპროსშიც დასაქმდნენ. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ ბარკალაიამ განუცხადა, აღნიშნულ საკითხზე ფინეთსა და კვიპროსთან მოლაპარაკებები უკვე მიმდინარეობს.

მისივე განმარტებით, კონკრეტული გადაწყვეტილებები მას შემდეგ გახდება ცნობილი, რაც სამუშაო ძალის საჭიროებაზე ხელახალი კვლევის შედეგები დაიდება.

„უკრაინაში ომისა და ევროკავშირის სხვადასხვა ქვეყნებში მიგრაციული პროცესების გამო, ზოგადად, ევროკავშირის ქვეყნებმა ცირკულარული მიგრაციის შესახებ მოლაპარაკებები შეაჩერეს. ადგილობრივ ბაზარზე სამუშაო ძალის საჭიროებების ხელახალი გადაფასება ხდება. შესაბამისად, ჩვენ ველოდებით ჩვენი პარტნიორი ქვეყნებიდან უკვე შემდეგ ნაბიჯებს, თუმცა ჩვენი მხრიდან სრული მზაობაა.

ამ ეტაპზე, მოლაპარაკებები მიმდინარეობს როგორც ფინეთთან, ასევე კვიპროსთან. ცირკულარული მიგრაცია დამოკიდებულია შრომის ბაზარზე სამუშაო ძალის საჭიროებაზე. შესაბამისად, სამუშაო ძალის საჭიროებაზე ხელახალი კვლევის შედეგებს ელოდებიან ჩვენი პარტნიორი ქვეყნები და მხოლოდ ამის შემდეგ იქნება ჩვენთვის ცნობილი, რა მოლოდინები აქვთ მათ. როგორც ვერ იტყვი უკრაინის ომს, რა ვადაში შეიძლება ჰქონდეს დასასრული, ასევე რთულია მიგრაციული პროცესების წინასწარ განჭვრეტა“, - განაცხადა ბარკალაიამ.

გიორგი ბილანიშვილი - საქართველო მარტო, პარტნიორების გარეშეა დარჩენილი, ისეთი მცირე ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, ეს არის განსაკუთრებით არასახარბიელო მდგომარეობა
ქართული პრესის მიმოხილვა 23.04.2026
ათობით სტიპენდიატი და გაცემული 85 000 ლარი - NMG ახალგაზრდების მხარდამჭერი
„სილქნეტი“ აგრძელებს პრო­ექ­ტის „მსა­ხი­ო­ბე­ბი ლი­ტე­რა­ტუ­რის­თვის“ მხარდაჭერას
Kia საქართველო მომხმარებლებს ავტომობილის ფლობის სრულად გამჭვირვალე სტანდარტს სთავაზობს
სასტუმრო „რადისონ ბლუ თბილისი“ თუთუ კილაძის ნამუშევრების პერსონალურ გამოფენას მასპინძლობს
NMG სკოლების მხარდაჭერის პროექტს აგრძელებს - ჰოლდინგი ამჯერად გურიასა და სვანეთს ეხმარება