ანონსი  16 თებერვალი

16 თებერვალს, 10:00 საათზე, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია, ისტორიის, ეთნოლოგიის, რელიგიის შესწავლისა და პროპაგანდის სამეცნიერო ცენტრი და საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასთან არსებული ქრისტიანული კვლევის საერთაშორისო ცენტრი საერთაშორისო სიმპოზიუმს - „მარადიული ღირებულებები და მარად ცვალებადი სამყარო“ გამართავს.

მის: სასტუმრო „რედისონ ივერია“, რესპუბლიკის მოედანი.

16 თებერვალს, 11:00 საათზე, შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსი ბექა ფერაძე და ბიზნესომბუდსმენი ოთარ დანელია სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდებიან.

თემა: სფეროში მიმდინარე სიახლეები და 2022 წელს გამოვლენილი დარღვევები.

მის: წერეთლის 118 („ექსპო-ჯორჯიას“ მე-3 პავილიონი)

საკონტაქტო: სალომე გოგინაშვილი - 558 24 07 70

16 თებერვალს, 11:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართება, რომელიც დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების გაფლანგვას ეხება.

16 თებერვალს, 11:00 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში ეკონომისტი გიორგი ცუცქირიძე განცხადებას გააკეთებს.

თემა: „რეფერენტული ფასების ამოქმედება მედიკამენტებზე - რას შეცვლის რეგულაცია და როგორ აისახება სიახლე წამლების ფასებზე. ფარმაცევტულ ბაზარზე არსებული ვითარება“.

მის: კოსტავას ქ.47/57.

საკონტაქტო: 593 53 45 24

16 თებერვალს, 11:30 საათზე, 24 თებერვლის სოლიდარობის აქციის ინიციატორები ზურა ჯაფარიძესთან (გირჩი-მეტი თავისუფლება), გიორგი ვაშაძესთან (სტრატეგია აღმაშენებელი) და ელენე ხოშტარიასთან ერთად (პარტია დროა) საქართველოში უკრაინის ელჩს ანდრეი კასიანოვს შეხვდებიან.

მის: უკრაინის საელჩო, ჭავჭავაძის 76.

საკონტაქტო: 599 36 70 70

16 თებერვალს, 11:30 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში ეკონომისტი სოსო არჩვაძე განცხადებას გააკეთებს.

თემა: „რეფერენტული ფასების ამოქმედება მედიკამენტებზე - რას შეცვლის რეგულაცია და როგორ აისახება სიახლე წამლების ფასებზე. ფარმაცევტულ ბაზარზე არსებული ვითარება“.

მის: კოსტავას ქ.47/57.

საკონტაქტო: 593 53 45 24

16 თებერვალს, 12:00 საათზე, რუსთავის მე-12 დაწესებულების წინ, „ნიკა გვარამიას თავისუფლების მოძრაობა“ დაფუძნდება, რომლის დამფუძნებლები ინტელექტუალური კლუბის - „რა, სად, როდის“ წევრები და მედიის წარმომადგენლები არიან.

პეტერ ფიშერი - ჩვენ არ ვართ რეჟიმის შემცვლელი აგენტები, არ გვადარდებს, ვინ მართავს საქართველოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.02.2026
მარინე ჩიტაშვილი - რეალურად, არ იქმნება საშუალება, რომ კვლევაზე დაფუძნებული სწავლება განვითარდეს, ეს საქართველოს მასშტაბით ერთდროულად უმაღლესი განათლების და კვლევითი პოტენციალის მკვლელობაა
სილქნეტის აქცია ვალენტინობაზე: 1+1 პაკეტი ორი ნომრისთვის ერთის ფასად
პირველი ფაზის ბოლო შეთავაზება „თბილისის აკრებში“
სტუდიო ლიბერთი ვადიანი ტიპის ანაბრებზე ახალ კამპანიას იწყებს
მორიგი საერთაშორისო აუდიტი GM PHARMA-ში წარმატებით დასრულდა, რაც ევროპის ბაზარზე პოზიციების განმტკიცებას კიდევ უფრო ხელმისაწვდომს ხდის
სილქნეტმა BARTA 2025 მთავარი ჯილდო მიიღო