ლევან ხაბეიშვილი - მნიშვნელოვანია, რომ ევროპარლამენტის რეზოლუცია სასწრაფოდ შესრულდეს - თუ ისინი ამას არ აკეთებენ, მაშინ ჩვენ ვაკეთებთ მობილიზებას

მნიშვნელოვანია, რომ ევროპარლამენტის რეზოლუცია სასწრაფოდ შესრულდეს, - ამის შესახებ პარტია ,,ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ევროპარლამენტის მიერ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით გუშინ მიღებულ რეზოლუციას. მისი თქმით, რეზოლუციაში წერია, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი არის ,,ვენდეტის“ მსხვერპლი.

,,დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ასეთ რეზოლუციაში არ ყოფილა მოხსენიებული ქართველი ადამიანი, რომელზეც საუბარია, როგორც პრობლემაზე ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლის. პირდაპირ წერენ, რომ ბიძინა ივანიშვილი არის ქვეყნის მოღალატე, შინაარსობრივად ასე გამოიყურება ეს ყველაფერი, ასევე არ ყოფილა ასეთ რეზოლუციაში პირდაპირ სახელი და გვარი ჩაეწეროთ, რომ ადამიანი არის ვენდეტის მსხვერპლი და ეს არის პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიმართ განხორციელებული ვენდეტა რუსი ოლიგარქის მხრიდან, რომელიც კრემლის დავალებით მოქმედებს. ამიტომ, ამაზე მეტს ამ რეზოლუციებში ვერ დაწერენ. ერთადერთი გამოსავალი აქვს ამ შემთხვევაში რუსულ პარტიას, მნიშვნელოვანია, რომ ეს რეზოლუცია სასწრაფოდ შესრულდეს. თუ ისინი ამას არ აკეთებენ, მაშინ ჩვენ ვაკეთებთ მობილიზებას. დღეს წალენჯიხაში ვართ, ხვალ სხვა ქალაქებში ვიქნებით და საბოლო ჯამში ქართველი ხალხი გაიმარჯვებს დედაქალაქში რუს ოლიგარქზე", - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია