გენერალი მარკ მილი - უკრაინაში მიმდინარე ომი მოლაპარაკებების მაგიდასთან დასრულდება

აშშ-ის შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბების კომიტეტის ხელმძღვანელის, გენერალი მარკ მილის განცხადებით, ვერც რუსეთი და ვერც უკრაინა, სავარაუდოდ, თავიანთ სამხედრო მიზნებს ვერ მიაღწევენ და მიაჩნია, რომ ომი მოლაპარაკების მაგიდასთან დასრულდება.

“რუსებისთვის თითქმის შეუძლებელი იქნება სამხედრო გზით მიაღწიონ თავიანთ პოლიტიკურ მიზნებს. ნაკლებად სავარაუდოა, რომ რუსეთმა უკრაინის განადგურება შეძლოს. ეს უბრალოდ არ მოხდება. ასევე, წელს უკრაინისთვის ძალიან, ძალიან რთული იქნება რუსეთის მიერ ოკუპირებული უკრაინის ყოველი ინჩიდან რუსების გაძევება. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ეს არ შეიძლება მოხდეს. მაგრამ ეს უჩვეულოდ რთულია“, - აღნიშნა ამერიკელმა გენერალმა.

შეგახსენებთ, მარკ მილიმ სამშაბათს განაცხადა, რომ რუსეთმა უკრაინაში სტრატეგიულად, ოპერატიულად და ტაქტიკურად წააგო და უზარმაზარ ფასს იხდის ბრძოლის ველზე.

გიორგი მელაშვილი - „ქართული ოცნება“ ახალი პოლიტიკური სეზონის წინ ცუდ ფორმაშია იმ გაგებით, რომ პარტია გადაიქცა აპარატად, რომელიც ერთ ადამიანზე დგას და, როგორც ღარიბაშვილის საქმემ აჩვენა, შიგნით ბოლომდე ჩამპალია
ქართული პრესის მიმოხილვა 07.09.2026
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა