ინალ არძინბა - განვიხილავთ მიწისძვრით დაზარალებული აფხაზური დიასპორის წარმომადგენლების სირიიდან აფხაზეთში ჩასახლების შესაძლებლობას

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა ინალ არძინბამ სირიელ ხალხს ინგლისურად მიმართა.

მან აფხაზი ხალხის სახელით მწუხარება და მხარდაჭერა გამოთქვა დამანგრეველ მიწისძვრასთან დაკავშირებით, რომელმაც სირიაში რამდენიმე ათასი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.

„ღრმა მწუხარებით მივიღეთ ამბავი სირიაში მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის შესახებ. ჩვენ ვნახეთ უამრავი მსხვერპლი და დაჭრილი. ჩვენ თვალს ვადევნებთ სიახლეებს და ვეძებთ გზებს ძმური ხალხის მხარდასაჭერად. ძვირფასო სირიელებო, დღეს ჩვენ ვხედავთ ორმაგი სტანდარტების ცნობილ პოლიტიკას კოლექტიური დასავლეთის მხრიდან. მათ არ სურთ სირიის დახმარება პოლიტიკური მიზეზების გამო. ასეთი დამანგრეველი სტიქია ყოველგვარი პოლიტიკის მიღმა უნდა იყოს. ამ ტრაგიკულ მომენტში დროა გავერთიანდეთ და ვიმოქმედოთ. ძვირფასო სირიელებო, ჩვენ პატივს ვცემთ და გვიყვარხართ. იყავით მტკიცე“, - განაცხადა არძინბამ.

მან ასევე დასძინა, რომ განიხილება აფხაზური დიასპორის დაზარალებული წარმომადგენლების სირიიდან აფხაზეთში გადასახლების შესაძლებლობა. “ჩვენ ასევე განვიხილავთ აფხაზური დიასპორის დაზარალებული წარმომადგენლების სირიიდან აფხაზეთში ჩასახლების შესაძლებლობას. აფხაზეთის ზოგიერთმა ოჯახმა გამოთქვა სურვილი ობოლი ბავშვები იშვილონ. ეს პროცესი, რა თქმა უნდა, მოითხოვს შესწავლას და მუშაობას შესაბამის საკანონმდებლო ბაზაზე“, - განაცხადა არძინბამ.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ ოკუპირებული აფხაზეთის „მინისტრთა კაბინეტი“ თურქეთისა და სირიის დასახმარებლად, 300 ათას დოლარს გამოყოფს.

აფხაზეთის „საგარეო საქმეთა სამინისტროს“ ცნობით, თურქეთში მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრისას აფხაზური დიასპორის ორი წარმომადგენელი დაიღუპა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა