ანონსი  20 თებერვალი

20 თებერვალს, 11:00 საათზე, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის ნიკოლოზ სამხარაძის შეხვედრა გაიმართება ესპანეთის სამეფოს სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის წევრებთან

საქართველოს კონსტიტუციის დარბაზი (A კორპუსი, III სართული, ოთახი N304)

20 თებერვალს, 11:30 საათზე, მამა თეიმურაზ ბერიშვილის ძარცვის საქმისთვის დაკავებული გიორგი გოგბერაშვულის ინტერესების დამცველი „მედიაცენტრ მთავარში“ განცხადებას გააკეთებს.

თემა: „მამა თემურაზ ბერიშვილის ძარცვის საქმე, წაღებული ნიკოლოზისდორინდელი მონეტები, ბრილიანტები და 36 000 დოლარი და დაკავებული 32 წლის გიორგი გოგბერაშვილი, ახალი მტკიცებულებები და რა აჩვენა ანძის ჩანაწერებმა“.

მის: ერწოს ქ.N11.

საკონტაქტო: 599726565

20 თებერვალს, 12:00 საათზე, პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომა გაიმართება.

კომიტეტის სათათბირო ოთახი N221 (C კორპუსი, II სართული)

20 თებერვალს 12:00 საათზე სხვადასხვა უნივერსიტეტიდან ახალგაზრდები ერთობლივ განცხადებას გააკეთებენ.

თემა: 24 თებერვალს დაანონსებული უკრაინის სოლიდარობის აქცია.

მის: შოთა რუსთაველის გამზ.21

საკონტაქტო: ირაკლი გაბისონია - 555 60 26 34

20 თებერვალს, 12:00 საათზე, პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომა გაიმართება

ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, V სართული)

20 თებერვალს, 12:00 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში „საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების“ თავმჯდომარის მოადგილე, თამარ სურმავა ციფრულ პლატფორმებზე დასაქმებასა და შრომით ურთიერთობებში არსებულ პრობლემებზე, პრესკონფერენციას გამართავს.

მის: კოსტავას ქ.47/57.

საკონტაქტო: 593 53 45 24

20 თებერვალს, 12:00 საათზე, „მართლმსაჯულების სახლის“ ინიციატივით, ევროკავშირის დღის წესრიგის მოთხოვნებიდან გამომდინარე მართლმსაჯულების რეფორმის სამუშაო პროცესის შეფასებასთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართება.

კონფერენციაზე მოწვეულია სამოქალაქო სექტორი, პოლიტიკური პარტიები, ექსპერტები, საერთაშორისო ორგანიზაციები, სახალხო დამცველის ოფისი.

მის: ლადო გუდიაშვილის ქუჩა N7 მე-3 კორპუსი (საჯარო ბიბლიოთეკის შენობა)

საკონტაქტო: 558 70 07 27

20 თებერვალს, 12:30 საათზე, პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის და ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტების ერთობლივი სხდომა გაიმართება

ჟიული შარტავას სახელობის დარბაზი (A კორპუსი, III სართული, ოთახი N307)

20 თებერვალს, 12:45 საათზე, პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის ნინო იობაშვილის შეხვედრა გაიმართებაესპანეთის სამეფოს სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის წევრებთან

საქართველოს კონსტიტუციის დარბაზი (A კორპუსი, III სართული, ოთახი N304)

20 თებერვალს, 13:30 საათზე, ქართველი მუსიკოსი და უკრაინული საქველმოქმედო ფონდის UNBROKEN წარმომადგენელი საქართველოში, ნინო ქათამაძე პრესკონფერენციას გამართავს.

თემა: საქველმოქმედო მარათონი, რომელიც 24 თებერვალს დაიწყება. ფული გადაირიცხება ქალაქ ლვოვის სარეაბილიტაციო ცენტრის ფონდში UNBROKEN, რომლის მთავარი მიზანია ომისგან დაშავებული, კიდურების გარეშე დარჩენილი უკრაინელებისთვის ოპერაციების ჩატარება და პროთეზების დამზადება.

მის: „აქსის თაუერსის“ ბიზნეს ცენტრი, ჭავჭავაძის 37, ტერმინალის სამუშაო სივრცე.

20 თებერვალს, 13:00 საათზე, პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართება.

კომიტეტის სათათბირო ოთახი N638 (C კორპუსი, VI სართული)

20 თებერვალს, 13:30 საათზე, პარლამენტის კულტურის და სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტების ერთობლივი სხდომა გაიმართება.

საქართველოს კონსტიტუციის დარბაზი (A კორპუსი, III სართული, ოთახი N304)

20 თებერვალს, 14:00 საათზე, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის სხდომა გაიმართება.

მის.: ინგოროყვას 7

20 თებერვალს, 14:00 საათზე, პარლამენტის აგრარულ საკითხთა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების და განათლებისა და მეცნიერების კომიტეტების გაერთიანებული თემატური მოკვლევის - „ბაზრის მოთხოვნაზე მორგებული განათლების ხელმისაწვდომობა თანამედროვე აგრარული და გარემოსდაცვითი მიმართულებებით“ ფარგლებში გაიმართება მესამე ზეპირი მოსმენა სახელმწიფო ორგანოების წარმომადგენლებთან.

ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, V სართული)

20 თებერვალს, 15:00 საათზე, პარლამენტის ბიუროს სხდომა გაიმართება.

დავით აღმაშენებლის სახელობის დარბაზი

20 თებერვალს, 16:00 საათზე, პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართება.

საქართველოს კონსტიტუციის დარბაზი (A კორპუსი, III სართული, ოთახი N304)

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა