ხატია წილოსანი - სენატორ შაჰინთან შესაძლებლობა გვქონდა გვესაუბრა საქართველოს პროგრესზე, რომელსაც ქვეყანამ 12 - პუნქტიანი გეგმის შესრულებასთან მიმართებაში მიაღწია

ძალიან მნიშვნელოვანი საუბარი გვქონდა ყველა იმ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც ჩვენი ქვეყნის დასავლურ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციას შეეხება ,- ამის შესახებ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ხატია წილოსანმა ამერიკელ სენატორებთან არაოფიციალური მიღების შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, აშშ საქართველოს მხარს უჭერს ყველა იმ მნიშვნელოვანი გამოწვევის დაძლევაში, რომელიც ქვეყნის წინაშე დგას.

,,სენატორ შაჰინთან შესაძლებლობა გვქონდა გვესაუბრა საქართველოს პროგრესზე, რომელსაც მან 12 - პუნქტიანი გეგმის შესრულებასთან მიმართებაში მიაღწია, ქვეყნის ევროატლანტიკური მისწრაფებებზე და ყველა იმ საკითხთან დაკავშირებით ძალიან მნიშვნელოვანი საუბარი გვქონდა, რომელიც ჩვენი ქვეყნის დასავლურ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციას შეეხება. ამერიკული მხარის მხრიდან გამოითქვა მზაობა და კიდევ ერთხელ ხაზი მხარდაჭერას გაესვა საქართველოს მიმართ, რომ საქართველო არის მოწინავე და წარმატებული ქვეყანა რეგიონში, რომელიც მიისწრაფვის ევროპისკენ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციისკენ, ამერიკელი ხალხი და მთავრობა მხარს უჭერს იმაში, რომ მაქსიმალურად მოკლე დროში შევძლოთ ყველა იმ მნიშვნელოვანი გამოწვევის დაძლევა, რომელიც ქვეყნის წინაშე დგას. ჩვენ ჩვენი ქვეყანა მივიყვანოთ განვითარების, დემოკრატიის და წარმატებული რეფორმების გზებით იმ მიზნებისაკენ, რომელიც ჩვენი ქვეყნის დასავლეთთან ინტეგრაციას უკავშირდება.

რაც შეეხება მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციას, საქართველო მუდმივად მონაწილეობს ამ კონფერენციაში, ეს არის ძალიან კარგი შესაძლებლობა იმისა, რომ მიეწოდოს საერთაშორისო საზოგადოებას ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით მაქსიმალურად ამომწურავი ინფორმაცია და პრემიერის გამოსვლა ემსახურებოდა იმას, რომ მას მიეტანა სწორი გზავნილები საერთაშორისო თანამეგობრობისთვის ქვეყანაში არსებული ეკონომიკური წარმატების შესახებ, საქართველოს მხარდაჭერის შესახებ ჩვენი პარტნიორების მიმართ. ასევე, მან მკაფიოდ ისაუბრა თუ რაოდენ მნიშვნელოვანია უსაფრთხოება, ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნება, ამ მიმართულებით საქართველოს ხედვა და როლი როგორია”, - განაცხადა ხატია წილოსანმა.

ემილ ავდალიანი - ჩინეთისთვის რუსეთი მნიშვნელოვანი პარტნიორია და ის ყოველთვის შეეცდება მხარი დაუჭიროს მოსკოვს იმდენად, რამდენადაც ეს არ შეეწინააღმდეგება უშუალოდ ჩინეთის ეკონომიკურ და პოლიტიკურ ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 20.03.2023
საპენსიო სააგენტოს დირექტორის მოადგილე ანა კეკელიძე - საპენსიო სააგენტოს სერვისებზე ხელმისაწვდომობა გაიზარდა
ლიბერთის გაზრდილი CashBack აქცია სოციალურ საწარმოში „ბაბალე“
„გორგიამ“ სომხეთში სამშენებლო-სარემონტო მასალების გამოფენაში მონაწილეობა მიიღო
ჯანმოს ახალ ინიციატივებს ჯანდაცვის ექსპერტები აკრიტიკებენ
პირველად საქართველოში, ბაზისბანკმა, სუბორდინირებული კორპორატიული სავალო ფასიანი ქაღალდი წარმატებით განათავსა
Bolt და Visa-ს ერთობლივი კამპანია დაიწყო
TNET-მა საქართველოში პირველი Super app წარადგინა
Golden Tulip Design Tbilisi საქართველოში პირველი სასტუმროა, რომელიც NFT პლატფორმაზე იქნება წარმოდგენილი