თურქეთი სამძებრო-სამაშველო ოპერაციას ორი პროვინციის გარდა ყველგან ასრულებს

თურქეთის ხელისუფლება აცხადებს, რომ სამაშველო ჯგუფებმა სამუშაოები ორი ყველაზე დაზარალებული პროვინციის, ქაჰრამანმარაშისა და ჰათაის გარდა ყველგან შეწყვიტეს.

„ჩვენს ბევრ პროვინციაში სამძებრო-სამაშველო სამუშაოები დასრულდა. სამუშაოები გრძელდება ქაჰრამანმარაშისა და ჰათაის პროვინციებში“, - განაცხადა თურქეთის კატასტროფებისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელმა, იუნუს სეზერმა

კერძოდ, მისი თქმით, სამაშველო სამუშაოები გრძელდება ქალაქებში, ანთაქიასა და ქაჰრამანმარაში.

აღსანიშნავია, რომ მაშველებმა მიწისძვრიდან 13 დღის შემდეგ ანთაქიაში ნანგრევებიდან ცოლ-ქმარი ცოცხალი ამოიყვანეს. წყვილის სამი შვილი მიწისძვრას ემსხვერპლა. თურქეთის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ დროის გასვლასთან ერთად ნანგრევების ქვეშ გადარჩენილების პოვნის იმედი იწურება.

ცნობისათვის, დამანგრეველ მიწისძვრას თურქეთში 41 000-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, სირიაში კი - 4 000-ზე მეტი.

ავთანდილ  წულაძე - ბევრი თვლის, რომ პუტინი ათამაშებს ტრამპს, რომ მოატყუოს, ჩემი აზრით კი, პირიქითაა - ტრამპი ათამაშებს პუტინს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.02.2026
ნაკლები ტრავმა, მეტი სიზუსტე: ქირურგიის ახალი ერა Da Vinci Single Port-ით უკვე ხელმისაწვდომია MEMORIAL-ში
„ბორჯომი“ წარმოგიდგენთ პირველ 100%-ით ნატურალურ ენერგეტიკულ სასმელს - „ენერგია ბორჯომისგან“ - ბუნების ძალა!