ოკუპირებულ აფხაზეთში აცხადებენ, რომ ასლან ბჟანია მოსკოვში აფხაზეთის სტატუსს არ განიხილავს

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. „პრეზიდენტის“ ოფისში აცხადებენ, ასლან ბჟანია მოსკოვში აფხაზეთის სტატუსს არ განიხილავს.

კერძოდ, მათი განცხადებით, სხვადასხვა პერიოდული გამოცემისა და ინტერნეტის საინფორმაციო-საკომუნიკაციო ქსელის პუბლიკაციებში დაიწყო „რეალობასთან შეუსაბამო ცნობების გავრცელება“ იმის შესახებ, რომ ასლან ბჟანია მოსკოვში ვიზიტის დროს „აფხაზეთის რესპუბლიკის სტატუსის საკითხს“ განიხილავს.

„აფხაზეთის რესპუბლიკის სტატუსის განხილვის შესახებ გადაუმოწმებელ და არასანდო ინფორმაციაზე დაფუძნებული საჯარო მიმართვები შეიძლება ჩაითვალოს ზოგიერთი მოქალაქისა და საზოგადოებრივი გაერთიანების მცდელობად, უსაფუძვლოდ დაადანაშაულონ აფხაზეთის ხელმძღვანელობა კონსტიტუციური წესრიგის საფუძვლების შერყევაში“, - აცხადებენ ე.წ. „პრეზდენტის“ ოფისში.

ასლან ბჟანია 14 თებერვალს მოსკოვში გაემგზავრა. მისი პრესსამსახურის ინფორმაციით, ბჟანია, „სამუშაო ვიზიტის ფარგლებში“, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შეხვედრებს მართავს.

გიორგი ბილანიშვილი -  სამწუხაროდ, ხელისუფლების  ქმედებებსა და განცხადებებში  ადეკვატურობის  ნიშანწყალი  არ ჩანს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2023
ემილ ავდალიანი - ჩინეთისთვის რუსეთი მნიშვნელოვანი პარტნიორია და ის ყოველთვის შეეცდება მხარი დაუჭიროს მოსკოვს იმდენად, რამდენადაც ეს არ შეეწინააღმდეგება უშუალოდ ჩინეთის ეკონომიკურ და პოლიტიკურ ინტერესებს
კახა ოქრიაშვილი პრემიერ-მინისტრს ღია წერილით პასუხობს
საქართველოში ამოქმედდა ინიციატივა, რომელიც  უკრაინელ ლტოლვილებს ფინანსებზე წვდომას გაუადვილებს
განაახლე შენი სახლი საგაზაფხულოდ  CashBack-ის და Mastercard-ის  ერთობლივი აქციის დახმარებით
RDYE პროექტის ფარგლებში, რეგიონებში 15 ახალგაზრდული საწარმო დაფინანსდა
კიდევ ერთი ახალი პროექტი „ტოპლაინ ქონსთრაქშენისგან“ - შეკვეთილში უძრავი ქონება უკვე ყველა სეგმენტისთვის ხელმისაწვდომია
სამედიცინო ცენტრ „ინოვას“ გინეკოლოგიური ონკოლოგიის ევროპული საზოგადოების (ESGO) აკრედიტაცია მიენიჭა
საზოგადოების მაღალი დაინტერესების გამო, კომპანია PSP ონკოლოგიური მედიკამენტების ფასებთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებას ეხმიანება
ფოთში ტერაბანკის განახლებული ფილიალი გაიხსნა
NEXT COLLECTION - 5-ვარსკვლავიანი საცხოვრებელი კომპლექსი მწვანე კონცხზე
ბაზისბანკის მხარდაჭერით, სიეიჩ ჯგუფი - CH Group საცხოვრებელ კომპლექსს აშენებს