შალვა პაპუაშვილი ესპანეთის სამეფოს სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის წევრებს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ესპანეთის სამეფოს სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის წევრებს შეხვდა.

შეხვედრაზე დადებითად შეფასდა საქართველოსა და ესპანეთს შორის მჭიდრო თანამშრომლობა. შალვა პაპუაშვილმა მადლიერება გამოხატა ესპანეთის მიმართ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ევროპული მისწრაფებების მხარდაჭერისთვის.

„ვაფასებთ ესპანეთის დახმარებასა და გვერდში დგომას ტერიტორიული მთლიანობისა და არაღიარების პოლიტიკის ხელშეწყობის კუთხით. ესპანეთი მხარს გვიჭერს არა მხოლოდ სიტყვით, არამედ - საქმით და მონაწილეობს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში", - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ასევე ისაუბრა საქართველოს პროგრესზე ევროკავშირის რეკომენდაციების განხორციელების კუთხით და იმედი გამოთქვა, რომ პარლამენტი საგაზაფხულო სესიის დასრულებამდე ყველა რეკომენდაციას შეასრულებს.

საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანტონიო გუტიერეს ლიმონესის განცხადებით დელეგაციის წევრები სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფის წარმომადგენლები არიან, თუმცა ყველა მათგანი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას.

„როდესაც 2023 წლის მეორე ნახევარში ესპანეთი ევროკავშირის თავმჯდომარის პოსტს დაიკავებს, დამატებითი იმპულსი მიეცემა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას. ესპანეთის პრეზიდენტსაც იგივე სურვილი აქვს. ჩვენ ვაღიარებთ საქართველოს, როგორც ევროპის ნაწილს“, - აღნიშნა ანტონიო გუტიერეს ლიმონესმა.

შეხვედრაზე, აგრეთვე, ყურადღება გამახვილდა პოზიტიურ და ნაყოფიერ საპარლამენტო თანამშრომლობაზე.

შეხვედრას პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად ასევე ესწრებოდნენ პარლამენტარები: დავით სონღულაშვილი, ნიკოლოზ სამხარაძე, თეონა აქუბარდია და დავით ზილფიმიანი.

ინფორმაციას პარლამენტი ავრცელებს.

ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
გიორგი ბილანიშვილი - იმის მტკიცება, რომ რაღაცის სხვანაირად გაკეთების შემთხვევაში საქართველო 2008 წელს თავიდან აიცილებდა რუსეთის სამხედრო აგრესიას,  მგონია, რომ აზრს მოკლებულია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე