გიული ალასანია - კარგია, რომ აქციები დაინიშნა, მაგრამ არაშესაფერისი დღეა შერჩეული

ძალიან კარგია, რომ აქციები დაინიშნა - ერთადერთი ის არის, რომ არაშესაფერისი დღეა შერჩეული“, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის დედამ, გიული ალასანია განაცხადა, რითაც დღეს, მთავრობის ადმინისტრაციასთან, ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანის მოთხოვნით, „ნაციონალური მოძრაობა“ მიერ დაანონსებულ საპროტესტო აქციას გამოეხმაურა.

მისივე თქმით, ყოფილ პრეზიდენტთან მას აქციების შესახებ არ უსაუბრია.

„აქციებზე მაინცდამაინც არ გვისაუბრია. ძალიან კარგია, რომ ეს აქციები დაინიშნა და ეს მსოფლიო მასშტაბით კეთდება. ერთადერთი ის არის, რომ დღე არის არაშესაფერისად შერჩეული, რადგან ორშაბათია და თან სამუშაო საათებია. ადამიანები, როგორც წესი, ამ დროს მუშაობენ. არ ვიცი, როგორ გამოვა“, - აღნიშნა ალასანიამ.

რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას, როგორც გიული ალასანიამ კლინიკა ,,ვივამედში” ექსპრეზიდენტის მონახულების შემდეგ აღნიშნა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ მძიმეა.

„ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. კიდევ აუწონიათ და ერთი კილოგრამი კიდევ დაკლებული აქვს. აი, რა გითხრათ? კიდევ სისუსტე აქვს, ნებისმიერი მოძრაობის გაკეთება უჭირს”, - დასძინა გიული ალასანიამ.

ირაკლი მელაშვილი - ქართული საზოგადოება, ჩვენი წინააღმდეგობის ხარისხი გადაწყვეტს განვაგრძობთ ევროპული გზით სიარულს, თუ ჩავბარდებით რუსეთს
ქართული პრესის მიმოხილვა 29.05.2025
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერული პროექტების ნოვატორულ დიზაინ კონცეპციებს NBK-ს ტერაკოტას საფასადე მასალებით აღასრულებს
„კონსიერჟ თბილისი“ უკვე ლოს-ანჯელესში
Tempo Beverages-მა „ზედაზენის“ საკონტროლო პაკეტი შეიძინა – ისტორიული გარიგება ქართული სასმელების სექტორში
„მადლიერების ჩიტი“ გორდელაძეების მრავალშვილიან დედას – ნათია ღაჟონიას გადაეცა