ავთანდილ ენუქიძე - ვისაც საქართველოსთან მეგობრობა უნდა, საქართველოს ხალხის მიერ არჩეულ მთავრობასთან იმეგობროს და არასამთავრობოებით ბომბების ჩადებას თავი დაანებოს

ვისაც საქართველოსთან მეგობრობა უნდა, საქართველოს ხალხის მიერ არჩეულ მთავრობასთან იმეგობროს და არასამთავრობოებით აქ ბომბების ჩადებას თავი დაანებოს - კი ბატონო, დახარჯონ ფული და პეპლებსა და ბოტანიკაზე რამდენიც უნდათ ილაპარაკონ, - ეს განცხადება პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ავთანდილ ენუქიძემ, პარლამენტის ბიუროს სხდომაზე გააკეთა.

როგორც ენუქიძემ განაცხადა, მას გამონაკლისი შემთხვევების გარდა, დონორების ფულით საქართველოს სასიკეთოდ გაკეთებული არაფერი უნახავს.

“ის ფული საქართველოს მთავრობას მისცეს, ბომბებს ნუ დებს! ეგ იმისთვისაა, რომ მთავრობა ააყირაოს, თუ მისი მორჩილი არ იქნება - აი ეს არის სიმართლე! ყველა ქვეყანაში ფულს ამისთვის დებენ. მაჩვენეთ სად არის ჩადებული ფული იმ ქვეყნის აყვავებისთვის?

დეკლარაცია შევავსე და 1200 ლარით დამაჯარიმეს იმიტომ, რომ ჩემი ცოლის ერთ-ერთი ანგარიში დამავიწყდა, რომელზეც ფული საერთოდ არ იყო. ეკა გიგაურს 25 მილიონი მისცეს. რომ ეკითხებიან, სად დაიხარჯაო, თქვენ არავინ გეკითხებათო - ეს ფული ჩემს ქვეყანაში იხარჯება და ამაზე მაქვს მე ლაპარაკი. რატომ არ მპასუხობს, სად არის ეს 25 მილიონი?! - განაცხადა ავთანდილ ენუქიძემ.

უმრავლესობაში შემავალი “ხალხის ძალის“ დეპუტატების სახელით პარლამენტში ინიცირებულია კანონპროექტი, რომლის მიხედვით, “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით“ უცხოური გავლენის აგენტების რეესტრი შეიქმნება, სადაც ყველა ის არასამეწარმეო იურიდიული პირი და მედიასაშუალება დარეგისტრირდება, რომელთა შემოსავლების 20%-ზე მეტი “უცხოური ძალების“ მიერ ფინანსდება.

უცხოური გავლენის აგენტად რეგისტრაციის საკითხს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო უზრუნველყოფს.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო