ანონსი  21 თებერვალი

21 თებერვალს, 05:00 საათზე, „ლელოს“ ლიდერები თბილისის საერთაშორისო აეროპორტში განცხადებებს გააკეთებენ.

თემა: „უკრაინაში ვიზიტი“.

საკონტაქტო: ია ადეიშვილი - 599 26 40 26

21 თებერვალს, 10:00 საათზე, გიდების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით თბილისელებისთვის და ქალაქის სტუმრებისთვის, შედგება უფასო საფეხმავლო ტური მეტეხის პლატოდან რუსთაველამდე. 14:00 საათზე კი სასტუმრო „ბილტმორში“საქართველოს გიდების ასოციაციისა და თბილისის მერიის მიერ გიდებისთვის შექმნილი წიგნის, „თბილისის გიდი“ საზეიმო პრეზენტაცია გაიმართება.

საკონტაქტო: ზაზა ჭითანავა - 599 434 604

21 თებერვალს, 10:00 საათზე, პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტში, „USAID საქართველოს" მხარდაჭერით, საჯარო და კერძო სექტორს შორის დიალოგის (PPD) ფორმატში, პოლიტიკის დოკუმენტის პრეზენტაცია - „საქართველოში სამშენებლო მასალებისა და ინდივიდუალური დაცვის საშუალებების წარმოების ხელშეწყობა: პოლიტიკის გამოწვევები და რეკომენდაციები" გაიმართება.

ჟიული შარტავას სახელობის დარბაზი (A კორპუსი, III სართული, ოთახი N307)

21 თებერვალს, 11:00 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში ტრანსპორტისა და საგზაო უსაფრთხოების საკითხების ექსპერტის, ფონდ „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“ დირექტორის, ირაკლი იზორიას პრესკონფერენცია გაიმართება.

თემა: „ქალაქის ქუჩებში მაქსიმალური სიჩქარის ლიმიტების შემცირების მნიშვნელობა - როგორია საერთაშორისო პრაქტიკა და რა უნდა შეიცვალოს საქართველოში. ბავშვთა საგზაო უსაფრთხოებისა და სასკოლო ზონების მოწყობის საკითხები“.

მის: კოსტავას ქ.47/57.

საკონტაქტო: 593 53 45 24

21 თებერვალს, 11:00 საათზე, საია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მონიტორინგის N11 ანგარიშის პრეზენტაციას გამართავს.

მის: ი. ჭავჭავაძის გამზირი N64ა, Hilton Garden Inn თბილისი

21 თებერვალს, 11:00 საათზე, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი ბრიფინგს გამართავს.

თემა: „ენმ-ს თბილისის ორგანიზაციის ოფისი და „მიშას გათავისუფლების შტაბის“ გახსნა“.

მის: მარი ბროსეს N6

21 თებერვალს, 12:00 საათზე, პარლამენტის საგაზაფხულო სესიის პლენარული სხდომა გაიმართება.

პლენარულ სხდომათა დარბაზი

21 თებერვალს, 12:00 საათზე, „ნიკა გვარამიას თავისუფლების მოძრაობის“ წევრები საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, ოფიციალურ წერილს შეიტანენ, რითაც მოძრაობის წევრები ნიკა გვარამიას „უკანონო პატიმრობის შეწყვეტის თაობაზე“ საქართველოს პრეზიენტთან შეხვედრას ითხოვენ.

საკონტაქტო: ნინო გოგინაშვილი - 555 63 66 36

21 თებერვალს, 12:00 საათზე, სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები 24 თებერვლის უკრაინის სოლიდარობის აქციასთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას გააკეთებენ.

მის: შოთა რუსთაველის გამზ.10 (თბილისის კლასიკური გიმნაზიის მიმდებარე ტერიტორია)

საკონტაქტო: ირაკლი გაბისონია - 555602634

21 თებერვალს, 12:00 საათზე, რესპუბლიკურ საავადმყოფსთან კორონავირუსით გარდაცვლილი ფეხბურთელის, ვახტანგ ჩარკვიანის ოჯახის წევრები აქციას გამართავენ.

21 თებერვალს, 13:30 საათზე, CRRC საქართველო „საგარეო საფრთხეების აღქმა საქართველოში“ - კვლევის შედეგების პრეზენტაციას გამართავს.

მის: ი. აბაშიძის ქ. 34/36, ტერმინალის საკონფერენციო სივრცე

საკონტაქტო: 595 04 44 80

21 თებერვალს, 14:00 საათზე, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა გაიმართება.

მის: თავისუფლების 2.

21 თებერვალს, 15:00 საათზე, საქართველოს პარლამენტართა საზოგადოება და უზენაესი საბჭოს წევრები: ბეჟან ჯავახია; რეზო კემულარია; ვახტანგ ცაგარეიშვილი; ნოდარ ნონიაშვილი; ზურაბ ძოწენიძე; მანანა ჯებაშვილი და სხვ. 24 თებერვლის აქციასთან დაკავშირებით ბრიფინგს გამართავენ.

მის: რუსთაველის #21

საკონტაქტო: მანანა ჯებაშვილი - 599 23 57 77

21 თებერვალს, 18:00 საათზე, „N STUDIA“-ს ორგანიზებითა და უკრაინის საელჩოს მხარდაჭერით, ეროვნულ ბიბლიოთეკაში რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დაწყების წლისთავისადმი მიძღვნილი საქველმოქმედო ღონისძიება და დოკუმენტრი ფილმის „როგორ გადარჩე, როცა გკლავენ“ (უკრაინა) გაიმართება.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებას გადაწყვეტილება აქვს მიღებული - ადგილობრივი არჩევნების დასრულების დღიდან ქვეყანაში ავტორიტარული რეჟიმი უნდა იყოს დამკვიდრებული
ქართული პრესის მიმოხილვა 23.06.2025
„სილქნეტის“ მომხმარებელი როუმინგის განახლებული ინტერნეტ პაკეტებით „ევროპასი“, კიდევ უფრო დაბალ ფასად ისარგებლებს უფრო მეტ ქვეყანაში