დიკ დურბინი - რუსეთის შეჭრამ და უკრაინელი ხალხის სიმამაცემ ევროპული ერი გააერთიანა, რასაც საქართველოც უერთდება, განცხადება ევროკავშირის წევრობისათვის ამ ძალისხმევის ნაწილია - პირობას ვდებთ, მხარს დავუჭერთ

აშშ-ის სენატორ დიკ დურბინის განცხადებით, აშშ-ს პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის უკრაინაში მოულოდნელი ჩასვლა იმ მტკიცე მხარდაჭერის გამოხატულებაა, რომელსაც ისინი უკრაინის თავისუფლებას უცხადებენ.

როგორც დიკ დურბინმა პრესკონფერენციაზე აღნიშნა, აშშ აფასებს საქართველოს უკრაინისადმი მხარდაჭერას, რომელიც გენერატორების გაგზავნასა და უკრაინელი ლტოლვილების მიღებას გულისხმობს.

„უკრაინაში რუსეთის სასტიკი შეჭრის ერთი წლის თავზე, პრეზიდენტი ბაიდენი უკრაინას, კიევს მოულოდნელად ეწვია. ეს კიდევ ერთი გამოხატულება იყო იმ მტკიცე მხარდაჭერისა, რომელსაც ჩვენ უკრაინის თავისუფლებას ვუცხადებთ. ჩვენ გვინდა აღვნიშნოთ და დავაფასოთ ქართველი ხალხის უკრაინისადმი მხარდაჭერა. ერთ-ერთია ინდუსტრიული გენერატორებით უზრუნველყოფა, რაც თავად უკრაინელების მოთხოვნა იყო, რადგან მათ ეს სჭირდებოდათ. მეორე უკრაინელი ლტოლვილების მიღება იყო. დღეს ერთ-ერთ მათგანს შევხვდით. მან მართლაც ძალიან გულსატკენი ამბავი მოგვიყვა თუ რისი გავლა მოუწია მის ოჯახს, რუსეთის აგრესიის შედეგად.

რუსეთის არაპროვოცირებულმა უსამართლო შეჭრამ და უკრაინელი ხახლის სიმამაცემ და ბრძოლამ, ძალიან ბევრი ევროპული ერი გააერთიანა, რასაც საქართველოც უერთდება. საქართველოს განცხადება, ევროკავშირის წევრობისათვის, ამ ძალისხმევის ნაწილია. ჩვენც პირობას ვდებთ, რომ ამ ძალისხმევას მხარს დავუჭერთ“, - განაცხადა სენატორმა.

მისივე თქმით, ქართველი ხალხი მასზე შთაბეჭდილებას ახდენს, რადგან ისინი მტრისა და გამოწვევების წინააღმდეგ მტკიცედ დგანან.

„მე საქართველოში მესამედ ვარ და იმედი მაქვს, რომ კიდევ დავბრუნდები. ყოველ ჯერზე, ქართველი ხალხი ძალიან დიდ შთაბეჭდილებას ახდენს. ისინი სხვადასხვა მტრის, გამოწვევებისა და მისი ტერიტორიის მიტაცების წინააღმდეგ მტკიცედ დგანან“, - აღნიშნა დიკ დურბინმა.

ისრაელის ელჩი - ჩვენი სტრატეგიაა, რომ „ჰამასმა“ ვეღარ გააკონტროლოს ღაზას სექტორი, რადგან ეს იმის გამეორებას გამოიწვევს, რაც უკვე გვინახავს - სამწუხაროდ, გაერო თანამშრომლობს „ჰამასთან“, Amnesty International-ი, Human Rights Watch-ი მუშაობს „ჰამასის“ სასარგებლოდ
ემილ ავდალიანი - რეალური შანსი არსებობს, ირანმა და აშშ-მ ე.წ. „შუალედურ ბირთვულ შეთანხმებას“ მიაღწიონ
ქართული პრესის მიმოხილვა 02.06.2025
ახლა თითოეულ „თიფს" შეუძლია მიზნის რეალობად ქცევა — Yandex Go-ში კურიერებს უკვე შეუძლიათ გაგიზიარონ, რისთვის აგროვებენ ფულს
ავერსი გილოცავთ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს!
ბავშვთა დაცვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით PSP პატარებს ტრადიციულად განსაკუთრებულ აქტივობებს სთავაზობს