დიკ დურბინი - სააკაშვილის ირგვლივ განვითარებულ ბოლო მოვლენებს ყურადღებით ვადევნებთ თვალყურს - ყველას მოვუწოდებ ჰუმანური მოპყრობისა და მისი უფლებების დაცვისკენ

აშშ-ის სენატორ დიკ დურბინის განცხადებით, მესამე პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს სათანადო სამედიცინო დახმარება უნდა გაეწიოს.

სენატორმა პრესკონფერენციაზე გააკეთა მოწოდება, მიხეილ სააკაშვილისადმი ჰუმანური მოპყრობისა და მისი უფლებების დაცვისკენ.

მიხეილ სააკაშვილს 20 წელია პირადად ვიცნობ. სააკაშვილის ირგვლივ განვითარებულ ბოლო მოვლენებს ყურადღებით ვადევნებთ თვალყურს. მე არ მაქვს ინფორმაცია მის სამართლებრივ ბრალდებებთან დაკავშირებით. არ ვარ სამედიცინო კუთხით ექსპერტი, რომ მის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ვისაუბრო, თუმცა ვკითხულობ ანგარიშებს ამასთან დაკავშირებით და ვიცი, რომ მისი მდგომარეობა უარესდება.

ყველას მოვუწოდებ ჰუმანური მოპყრობისკენ და მისი უფლებების დაცვისკენ. მიხეილ სააკაშვილს, ისივე როგორც სხვა ნებისმიერ პატიმარს უნდა გაეწიოს სათანადო სამედიცინო დახმარება“, - განაცხადა დიკ დურბინმა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება
„აჩუქე დედას“ – „სილქნეტის“ 1+1 შეთავაზება 3 მარტს