გურამ მაჭარაშვილი - პრეზიდენტი „სიცრუის კამპანიაში" შევიდა - ჩვენი კანონპროექტი არათუ რუსული არ არის, სიხისტის თვალსაზრისით, ამერიკულ კანონთანაც არაა მიახლოებული

ვერა და ვერ მოხერხდა, რომ ინსტიტუციებმა იფუნქციონირონ კონსტიტუციის შესაბამისად - საქართველოს პრეზიდენტი თავის პოზიციებზე საუბრობს მხოლოდ მაშინ, როცა მასთან კანონი მივა და თუ ის ხელს არ მოაწერს, პარლამენტში მოტივირებული შენიშვნები უნდა გამოგზავნოს, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა, რითაც სალომე ზურაბიშვილის განცხადებას გამოეხმაურა.

მაჭარაშვილის თქმით, პრეზიდენტი "სიცრუის კამპანიაში" შევიდა.

„რა იცის პრეზიდენტმა, როგორი კანონი მივა მასთან, შინაარსი როგორ შეიცვლება, ან საერთოდ შეიცვლება თუ არა?! ჩვენ გვრჩება შთაბეჭდილება, რომ პრეზიდენტი აჰყვა კამპანიას, რომ კანონპროექტი, რომელიც „ხალხის ძალამ“ დააინიცირა, თითქოს რუსული იყოს. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტი. ჩვენ კარგად შევისწავლეთ ამერიკის კანონი, თქვენი დაჟინებული მოთხოვნით ასევე შეგვასწავლეთ რუსული კანონიც და შეგვიძლია სიმკაცრის და სიხისტის მიხედვით დავალაგოთ შემდეგნაირად - ჯერ არის რუსული კანონი, მერე ამერიკული და მერე „ხალხის ძალის“ ინიცირებული. ვინც წაიკითხავს ჩვენს პროექტს და დანარჩენ ორ კანონს, მიხვდება, რომ რუსულ კანონში არის შეჩერებები და შეზღუდვები არასამთავრობო სექტორის, ამერიკულ კანონში არ არის, მაგრამ მასშტაბები არის გაზრდილი ვინ უნდა დარეგისტრირდეს აგენტად, ჩვენს კანონპროექტში კი ვიწრო წრეა და მარტივი ფორმულა შესავსები, რათა ფინანსური გამჭვირვალობა იყოს.

ჩვენ ახლა არ ვმარჩიელობთ პრეზიდენტი ვეტოს გამოიყენებს თუ არა, ეს არის მისი გადასაწყვეტი, მაგრამ მთავარი ის არის, რომ ის შევიდა სიცრუის კამპანიაში და ხალხმა ეს დაინახა. ძალიან მარტივად წაიკითხავს ხალხი ჩვენ პროექტს და რუსულ და ამერიკულ კანონსაც და ნახავს, რომ არათუ რუსული არ არის, ამერიკულთანაც არ არის მიახლოებული სიხისტის თვალსაზრისით, დაინახავს, რომ პრეზიდენტმა არასწორი თქვა“, - განაცხადა მაჭარაშვილმა.

ინფორმაციისთვის, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა "უცხოური გავლენის" შესახებ კანონპროექტზე, რომელიც "უცხოური გავლენის აგენტების რეესტრის" შექმნას ითვალისწინებს, განაცხადა, რომ ასეთ კანონმდებლობას და ახალი აგენტების დევნას მხარს ვერ დაუჭერს. პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადების თანახმად, ამუშავებულია ძალა, რომელიც საქართველოს ევროპული გზის განმტკიცების მაგივრად, ქართულ ინტერესად სხვა გზას მიიჩნევს. შეგახსენებთ, „ხალხის ძალის“ დეპუტატების მიერ პარლამენტში წარდგენილი კანონპროექტით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით“ უცხოური გავლენის აგენტების რეესტრი შეიქმნება, სადაც ყველა ის არასამეწარმეო იურიდიული პირი და მედიასაშუალება დარეგისტრირდება, რომელთა შემოსავლების 20%-ზე მეტი უცხოური ძალების მიერ ფინანსდება. აშშ- ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის, ნედ პრაისის განცხადებით, არასამთავრობო და მედიაორგანიზაციების შესახებ კანონპროექტმა, რომელიც „უცხოური გავლენის აგენტების რეესტრის“ შექმნას გულისხმობს, შეიძლება შეარყიოს საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაცია. ამასთან, ნედ პრაისის თქმით, ის არ ეფუძნება ამერიკულ კანონმდებლობას და უფრო რუსეთის და უნგრეთის კანონმდებლობის ანალოგიურია.

ემილ ავდალიანი - ჩინეთისთვის რუსეთი მნიშვნელოვანი პარტნიორია და ის ყოველთვის შეეცდება მხარი დაუჭიროს მოსკოვს იმდენად, რამდენადაც ეს არ შეეწინააღმდეგება უშუალოდ ჩინეთის ეკონომიკურ და პოლიტიკურ ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 20.03.2023
საპენსიო სააგენტოს დირექტორის მოადგილე ანა კეკელიძე - საპენსიო სააგენტოს სერვისებზე ხელმისაწვდომობა გაიზარდა
ლიბერთის გაზრდილი CashBack აქცია სოციალურ საწარმოში „ბაბალე“
„გორგიამ“ სომხეთში სამშენებლო-სარემონტო მასალების გამოფენაში მონაწილეობა მიიღო
ჯანმოს ახალ ინიციატივებს ჯანდაცვის ექსპერტები აკრიტიკებენ
პირველად საქართველოში, ბაზისბანკმა, სუბორდინირებული კორპორატიული სავალო ფასიანი ქაღალდი წარმატებით განათავსა
Bolt და Visa-ს ერთობლივი კამპანია დაიწყო
TNET-მა საქართველოში პირველი Super app წარადგინა
Golden Tulip Design Tbilisi საქართველოში პირველი სასტუმროა, რომელიც NFT პლატფორმაზე იქნება წარმოდგენილი