ირაკლი ჩიქოვანი - ანაკლიის პორტით, ირაკლი ღარიბაშვილმა დაამტკიცა, რომ მას დანაპირების საქმით გამაგრება შეუძლია

ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატის, ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, ანაკლიის პორტის მშენებლობა სტრატეგიული პროექტია, რომლის ირგვლივაც ძალიან ბევრი სპეკულაცია იყო, მაგრამ ყველა ამ სპეკულაციას ბოლო მოეღება.

როგორც ირაკლი ჩიქოვანმა აღნიშნა, ანაკლიის პორტის პროექტით, ირაკლი ღარიბაშვილმა დაამტკიცა, რომ მას დანაპირების საქმით გამაგრება შეუძლია.

„საქართველოს ხელისუფლება, საქართველოს მთავრობა ამ მშენებლობას დაიწყებს წელს და ეს არის უმნიშვნელოვანესი პროექტი. ეს არის მეგა პროექტი, რომელიც ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას. ეს თავიდან ბოლომდე ჯდება იმ ეკონომიკურ ხედვაში, რომელიც მთავრობას გააჩნია და რა თქმა უნდა, ახალ სიცოცხლეს შესძენს სამეგრელოს რეგიონს და კონკრეტულად ზუგდიდს. კიდევ ერთხელ მინდა მივესალმო ამ გადაწყვეტილებას და ხაზი გაუსვა იმას, რომ ანაკლიის პორტი არის უმთავრესი და უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული პროექტი, რომლის ირგვლივაც ძალიან ბევრი სპეკულაცია იყო წლების განმავლობაში, მაგრამ ყველა ამ სპეკულაციას ბოლო ეღება იმ გადაწყვეტილებით, რომელიც მთავრობამ მიიღო. აქვე აღვნიშნავ, რომ ირაკლი ღარიბაშვილმა დაამტკიცა, რომ მას დანაპირების საქმით გამაგრება შეუძლია“, - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

ვიტალი ბალა - კიევისთვის უკრაინა-რუსეთის ომში ჩინეთის მოდერატორობა მიუღებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 20.03.2023
ლევან ლორთქიფანიძე - აშკარაა, რომ „ქართული ოცნება“ კონსერვატიულად და ევროსკეპტიკურად განწყობილი ამომრჩევლის ხარჯზე აპირებს მომავალ არჩევნებზე წარმატების მოპოვებას
ჯანმოს ახალ ინიციატივებს ჯანდაცვის ექსპერტები აკრიტიკებენ
პირველად საქართველოში, ბაზისბანკმა, სუბორდინირებული კორპორატიული სავალო ფასიანი ქაღალდი წარმატებით განათავსა
Bolt და Visa-ს ერთობლივი კამპანია დაიწყო
TNET-მა საქართველოში პირველი Super app წარადგინა
Golden Tulip Design Tbilisi საქართველოში პირველი სასტუმროა, რომელიც NFT პლატფორმაზე იქნება წარმოდგენილი
საქართველოში სრულიად ახალი კონცეფციის მქონე დეველოპერული კომპანია შეიქმნა
Apple-მა თვალისმომჭრელ ყვითელ ფერში ახალი iPhone 14 და iPhone 14 Plus-ი წარმოადგინა