გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტში ბავშვის სერვისების კოორდინაციის გაძლიერების საკითხი განიხილეს

ბავშვის სერვისების კოორდინაციის გაძლიერების საკითხი განიხილეს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში გამართულ შეხვედრაზე, რომელიც საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის, ევროკავშირის საქართველოს წარმომადგენლობის, გაეროს ბავშვთა ფონდის, არასამთავრობო ორგანიზაცია DDA-სა და გრუნის ერთობლივი ორგანიზებით მომზადდა.

როგორც გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, შეხვედრა მიზნად ისახავდა ბავშვთა სერვისების გაძლიერების საპილოტე პროექტის იმპლემენტაციის საკითხის განხილვას, კერძოდ, ბავშვებისა და მათი ოჯახებისთვის საპილოტე რეჟიმში მიღწეული კონკრეტული შედეგების წარმოჩენას და ამ მიმართულებით ჯერ კიდევ არსებული გამოწვევების განხილვას.

„საკითხის განხილვაში მონაწილეობდნენ: საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში - ნიკო ტატულაშვილი, ევროკავშირის ელჩი საქართველოში პაველ ჰერჩინსკი, გაეროს ბავშვთა ფონდის ხელმძღვანელი ღასან ხალილი, ბავშვის უფლებათა კომიტეტის წევრი სოფიო კილაძე, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძე, იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბუბა ლომუაშვილი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე - თამარ მახარაშვილი, სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს ხელმძღვანელი - მერი მაღლაფერიძე. შეხვედრას ონლაინ ჩაერთო ბავშვის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე მიკიკო ოტანი. შეხვედრას ესწრებოდნენ, ასევე, მუნიციპალიტეტების ბავშვის უფლებათა საკითხებზე მომუშავე პროფესიონალები, თბილისისა და სხვადასხვა რეგიონის მოსწავლეები და სკოლის დირექტორები”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის ცნობით, შეხვედრის მონაწილეებმა ისაუბრეს ბავშვის უფლებათა დაცვის სფეროში კოორდინაციის როლისა და მნიშვნელობის შესახებ, რაც, თავის მხრივ, ხელმისაწვდომს გახდის მაღალი ხარისხის სერვისებს ყველა ბავშვისა და ოჯახისთვის ადგილებზე.

„საუნივერსიტეტო სივრცეში ამ საკითხების განხილვა არის ბავშვის უფლებათა კოდექსის პრაქტიკაში რეალიზების საუკეთესო საშუალება“- აღნიშნა პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ნიკო ტატულაშვილმა.

უნივერსიტეტის რექტორის, პროფესორ მამუკა თავხელიძის განცხადებით, „გრუნის“ ბავშვის უფლებათა დაცვის ცენტრს აქვს არა მხოლოდ ყოფითი და გამოყენებითი, არამედ მეცნიერული დატვირთვაც.

„დღევანდელი წარმომადგენლობითი შეხვედრა და ამ საკითხების განხილვაში ყველა იმ უწყების მონაწილეობა, რომლებიც პირდაპირ თუ ირიბად დაკავშირებული არიან ბავშვთა უფლებების დაცვასთან, იმთავითვე მის დადებით შედეგს განაპირობებს. რაც შეეხება უნივერსიტეტს, გრუნის ბავშვის უფლებათა დაცვის ცენტრს აქვს არა მხოლოდ ყოფითი და გამოყენებითი, არამედ მეცნიერული დატვირთვაც, პრაქტიკულად აქ იქმნება სამეცნიერო ნაშრომები, გამოიცა ორი ფუნდამენტური გამოკვლევა, გამოიცა ბავშვის უფლებათა კოდექსის კომენტარები, რომელიც ჩვენი აკადემიური პერსონალის - სოფიო კილაძის, უშუალო ხელმძღვანელობით განხორციელდა“ - განაცხადა უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა მამუკა თავხელიძემ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილის, თამარ მახარაშვილის თქმით კი, უნივერსიტეტის მისია არის არა მხოლოდ ხარისხიანი განათლების მიღება, არამედ სახელმწიფოებრივად მოაზროვნე მოქალაქის აღზრდის ხელშეწყობაც.

„უნივერსიტეტის მისია არის არა მხოლოდ ხარისხიანი განათლების მიღება, მან, ასევე, ხელი უნდა შეუწყოს სახელმწიფოებრივად მოაზროვნე მოქალაქის აღზრდას, რომელიც უნდა დაიწყოს სკოლამ და გააგრძელოს უნივერსიტეტმა. სკოლისა და უნივერსიტეტის ამგვარი თანამშრომლობა არის ამ პროცესის უმთავრესი ფაქტორი. მიხარია, რომ ამ უნივერსიტეტს ყოველთვის ესმოდა და დღესაც ესმის ასეთი აქტივობების მნიშვნელობა“ - აღნიშნა განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ თამარ მახარაშვილმა.

შეხვედრის ბოლოს გაერო-ს ბავშვის უფლებების კომიტეტის წევრმა სოფიო კილაძემ წარმოადგინა ბავშვის სერვისების გაძლიერების საპილოტე პროექტის შესრულების შედეგები, ისაუბრა კოდექსის მონიტორინგის, საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტის, სხვადასხვა ცენტრალური და ადგილობრივი უწყების მიერ განხორციელებული აქტივობების, კოორდინაციის პროცესის, ჯერ კიდევ არსებული გამოწვევებისა და სამომავლო პერსპექტივების შესახებ.

შეხვედრის დასასრულს მოსწავლეებს მიეცათ შესაძლებლობა გამოეხატათ თავიანთი აზრი და დაესვათ კითხვები პროექტთან დაკავშირებით.

ირაკლი მელაშვილი - დღეს ევროპის ლანძღვა იმ ტოტის მოჭრაა, რაზეც ზის ჩვენი ქვეყანა, ევროპა და ამერიკა რომ არა, რუსეთი ისე გადაგვყლაპავდა, მსოფლიოში ხმას არავინ ამოიღებდა
ბადრი ჯაფარიძე - საზოგადოებამ არ უნდა მისცეს ხელისუფლებას საშუალება, დაასამაროს წინაპრების ოცნება, რომ ქვეყანამ ევროპულ ოჯახში უსაფრთხო ადგილი მოიპოვოს - ხალხმა უნდა გამოუტანოს განაჩენი „ოცნებას“ და არჩევნების გზით გაისტუმროს
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ბიზნესმენი სულხან პაპაშვილი განცხადებას ავრცელებს
თბილისში, საბურთალოზე ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნა
„ჩვენი ვეფხისტყაოსანი“- პრემიის მოსაპოვებლად აპლიკაციების მიღება დაიწყო
ხვიჩა მაქაცარია - გილოცავთ ბზობის დღესასწაულს და გისურვებთ მშვიდობას, სტაბილურობას და წინსვლას ევროპისკენ