ანონსი 22 თებერვალი

ანონსი  22 თებერვალი

22 თებერვალს, 09:30 საათზე, USAID-ის ენერგეტიკული მომავლის უზრუნველყოფის პროგრამა „ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ დაძმობილების პროექტთან კიბერუსაფრთხოების შესაძლებლობების განვითარება საქართველოში“ თანამშრომლობით ენერგეტიკულ კიბერსამაგიდო ტექნიკურ სავარჯიშოს ჩაატარებს.

ტრენინიგს გახსნიან: „ენერგო-პრო ჯორჯიას“, დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე, გრიგოლ მამისეიშვილი, ციფრული მმართველობის სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე, ლევან გელაშვილი, ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის კომისიის თავმჯდომარე, დავით ნარმანია, სემეკის წევრი, გიორგი ფანგანი, USAID საქართველოს, ციფრული განვითარების და კიბერუსაფრთხოების უფროსი მრჩეველი, მიკაელ ბეიკერი და ევროკავშირის დელეგაცია საქართველოში პროექტის მენეჯერი ლალი ჩხეტია.

მის: თელავის ქ.20 („შერატონ მეტეხი პალასი“)

22 თებერვალს, 10:00 საათზე, პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტისა და გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის ორგანიზებით, USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის მხარდაჭერით „ელექტრონული კომერციის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის განხილვა გაიმართება.

მის: სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერია"

22 თებერვალს, 10:00 საათზე, პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის სხდომა

ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, V სართული)

22 თებერვალს, 11.00 საათზე, „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში ბრიფინგი გაიმართება.

22 თებერვალს, 11:00 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის, ჯემალ გამახარიას პრესკონფერენცია გაიმართება.

თემა: „ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის, ასლან ბჟანიას "სამუშაო ვიზიტი" მოსკოვში. რუსეთის ნაბიჯები ანექსიის გზაზე და აფხაზეთის სტატუსის შესაძლო განხილვის საკითხი. ბჟანიას და ლუკაშენკოს შეხვედრა."

მის: კოსტავას ქ.47/57.

საკონტაქტო: 593 53 45 24

22 თებერვალს, 11:30 საათზე, პარლამენტის ბიუროს სხდომა გაიმართება.

დავით აღმაშენებლის სახელობის დარბაზი

22 თებერვალს, 12:00 საათზე, საგაზაფხულო სესიის პლენარული სხდომა გაიმართება.

პლენარულ სხდომათა დარბაზი

22 თებერვალს, 12:00 საათზე, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ქვეყნის მასშტაბით 885 საბავშვო ბაღის მშენებლობასა და რეაბილიტაციას იწყებს, რასთან დაკავშირებითაც, ფონდი ღია კარის დღეს გამართავს.

მის: მერაბ კოსტავას #14, სასტუმრო „რუმსი“

საკონტაქტო: ილონა ხვიჩია - 591 70 54 81

22 თებერვალს, 17:00 საათზე, სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტში გაიმართება ასოცირებული პროფესორის, ბიზნეს ადმინისტრირების დოქტორის, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო შიდა კონტროლის დეპარტამენტის უფროსის მოადგილის, ირმა გელანტია-ახვლედიანის წიგნის - „შიდა აუდიტის პოლიტიკა ეფექტიანი საჯარო მმართველობისთვის საქართველოში“ პრეზენტაცია.

22 თებერვალს, 19:00 საათზე, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის საავტორო წიგნის - „გზავნილი უკრაინიდან“ წარდგენა გაიმართება.

მის: ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზი

საკონტაქტო: გვანცა ჯობავა - 591 930 170