ასლან ბჟანიამ ალექსანდრე ლუკაშენკოსთან შეხვედრის დეტალებზე ისაუბრა

ოკუპირებული აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ და ბელარუსის ლიდერმა ალექსანდრე ლუკაშენკომ მინსკში გამართულ შეხვედრაზე ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების, ეკონომიკური და სამრეწველო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

„ალბათ, იცით, რომ აფხაზეთი ტურისტული ქვეყანაა. ჩვენ გვაქვს ძალიან კომფორტული კლიმატი და ბელარუს სტუმრებს ყოველთვის მივიღებთ. მე ხელი მოვაწერე განკარგულებას, რომლის მიხედვითაც ბელორუსის მოქალაქეებს უვიზოდ აფხაზეთში ყოფნა გაუგრძელდებათ. შეიქმნა სავაჭრო სახლი, რომლის ფარგლებშიც შესაძლებელია ბელარუსის ტერიტორიაზე აფხაზური პროდუქციის მიწოდება. ჩვენ ასევე შევთანხმდით, რომ ახალგაზრდები ჩამოვიდნენ აფხაზეთიდან მაღალტექნოლოგიური პარკში კვალიფიკაციის ასამაღლებლად. აფხაზეთი შეიძენს არა მხოლოდ სასოფლო-სამეურნეო, არამედ სამრეწველო პროდუქციას, კერძოდ, ბელარუსის მრეწველობის ფლაგმანის - ჰორიზონტის ქარხნის პროდუქტებს“,- აღნიშნა ბჟანიამ.

მისივე თქმით, ძირითადად, დასავლური სახელმწიფოების ძალისხმევის წყალობით, აფხაზეთი დიდი ხანია იზოლაციაში იმყოფება და რუსეთის ძალისხმევით გადის დეიზოლაციის პროცესებს.

„ბელარუსთან კონტაქტები ამ შემთხვევაში ძალიან მნიშვნელოვანია და ჩვენ გვინდა, რომ ჩვენი ურთიერთობები იყოს კეთილმეზობლური, აქცენტით სამრეწველო თანამშრომლობაზე“ , - დასძინა ბჟანიამ.

გიორგი ბილანიშვილი -  სამწუხაროდ, ხელისუფლების  ქმედებებსა და განცხადებებში  ადეკვატურობის  ნიშანწყალი  არ ჩანს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2023
ემილ ავდალიანი - ჩინეთისთვის რუსეთი მნიშვნელოვანი პარტნიორია და ის ყოველთვის შეეცდება მხარი დაუჭიროს მოსკოვს იმდენად, რამდენადაც ეს არ შეეწინააღმდეგება უშუალოდ ჩინეთის ეკონომიკურ და პოლიტიკურ ინტერესებს
კახა ოქრიაშვილი პრემიერ-მინისტრს ღია წერილით პასუხობს
საქართველოში ამოქმედდა ინიციატივა, რომელიც  უკრაინელ ლტოლვილებს ფინანსებზე წვდომას გაუადვილებს
განაახლე შენი სახლი საგაზაფხულოდ  CashBack-ის და Mastercard-ის  ერთობლივი აქციის დახმარებით
RDYE პროექტის ფარგლებში, რეგიონებში 15 ახალგაზრდული საწარმო დაფინანსდა
კიდევ ერთი ახალი პროექტი „ტოპლაინ ქონსთრაქშენისგან“ - შეკვეთილში უძრავი ქონება უკვე ყველა სეგმენტისთვის ხელმისაწვდომია
სამედიცინო ცენტრ „ინოვას“ გინეკოლოგიური ონკოლოგიის ევროპული საზოგადოების (ESGO) აკრედიტაცია მიენიჭა
საზოგადოების მაღალი დაინტერესების გამო, კომპანია PSP ონკოლოგიური მედიკამენტების ფასებთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებას ეხმიანება
ფოთში ტერაბანკის განახლებული ფილიალი გაიხსნა
NEXT COLLECTION - 5-ვარსკვლავიანი საცხოვრებელი კომპლექსი მწვანე კონცხზე
ბაზისბანკის მხარდაჭერით, სიეიჩ ჯგუფი - CH Group საცხოვრებელ კომპლექსს აშენებს