პაატა მანჯგალაძე „ქართულ ოცნებაზე“ - ამათ რამდენიმე თვეში მოუწევთ საბრალდებო სკამზე ჯდომა და გვეტყვიან, ამ ღალატს იმიტომ ჩავდიოდით, რუსებმა მძევლად აგვიყვანეს და კალაშნიკოვი გვქონდა შუბლზე მიბჯენილიო

ამათ რამდენიმე თვეში მოუწევთ საბრალდებო სკამზე ჯდომა და გვეტყვიან, ამ ღალატს იმიტომ ჩავდიოდით, რომ რუსებმა მძევლად აგვიყვანეს და კალაშნიკოვი გვქონდა შუბლზე მიბჯენილიო, - ამის შესახებ "სტრატეგია აღმაშენებლის" წევრმა პაატა მანჯგალაძემ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის ასლან ბჟანიას ბელარუსში ე.წ. ვიზიტის კომენტირებისას აღნიშნა, რითაც "ქართული ოცნების" პოლიტიკა შეაფასა.

მანჯგალაძე ამბობს, რომ რუსეთთან დათმობის პოლიტიკა არა ქვეყნის ინტერესებს, არამედ მოსახლეობის შანტაჟს ემსახურება.

"რაც შეეხება ბჟანიას ე.წ. ვიზიტს, "ქართული ოცნება" რუსებთან ერთად აშანტაჟებს საქართველოს და საქართველოს მოსახლეობას. უკრაინაში არ მიდიან, კანდიდატის სტატუსს კარგავს ქვეყანა და გვაშანტაჟებენ, რომ თუ უფრო მეტად არ დავთმობთ თავისუფლებას, რუსები უფრო ცუდად მოგვექცევიან. გვეუბნებიან, რომ თუ უფრო მეტად არ შევძვრებით ჩირგვებში, რუსეთთან მუხლებზე არ დავდგებით, ყველაფერი ცუდად იქნება. ვოლსკიმ, რომელიც ძველი ჩეკისტია, თქვა - კალაშნიკოვი გვაქვს შუბლზე მიბჯენილიო. ალიბს იქმნიან წინასწარ, როცა მალე დადგება პასუხისმგებლობა იმ ღალატისთვის, რასაც ჩადიან, გვეტყვიან, რომ ნებით კი არ აკეთებდნენ, კალაშნიკოვი გვქონდა შუბლზე და იძულებულები ვიყავი ქვეყნისთვის გვეღალატაო. დაიმახსოვრეთ ჩემი სიტყვა, ამათ რამდენიმე თვეში მოუწევთ საბრალდებო სკამზე ჯდომა და გვეტყვიან, რომ ამ ღალატს იმიტომ ჩავდიოდით, პუტინთან იმიტომ ვთანამშრომლობდით, იმიტომ დავაკარგვინეთ სტატუსი ქვეყანას, რომ რუსებმა აგვიყვანეს მძევლად და კალაშნიკოვი გვქონდა შუბლზე მიბჯენილიო, პრემიერიც ამას იტყვის, კობახიძეც და დანარჩენებიც,"- განაცხადა მანჯგალაძემ.

ვაჟა ბერიძე - სამოქალაქო დაპირისპირება რეალურია, რაშიც ხელისუფლებაც და ოპოზიციაც თანაბრადაა დამნაშავე
პოლიტიკა ბიზნესის წინააღმდეგ ანუ რა არის მთავარი პრობლემა ქართულ ტელემედიაში?!
ქართული პრესის მიმოხილვა 27.03.2023
კახა ოქრიაშვილი ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაზე - ვეცადე, რბილი ვყოფილიყავი ჩემს შეფასებებში
Jeep-ის და Alfa Romeo-ს ცენტრში განსაკუთრებული აქცია დაიწყო
კრიპტოვალუტის შეძენა უკვე ფეიბოქსებშია შესაძლებელი
NCURA-ს „სამხრეთ კავკასიის და უკრაინის ინიციატივა“ BTU-ში განხორციელდება
ქართული ღვინის ახალი სიტყვა თანამედროვე ორგანულ ბაზარზე
ონკოლოგიური და ძვირადღირებული მედიკამენტების მომსახურება PSP-სთვის მომგებიანი არასდროს ყოფილა