შალვა პაპუაშვილი - საზოგადოებას უფლება აქვს იცოდეს, რა ფინანსური რესურსები და წყაროები აქვთ მათ, ვინც მონაწილეობას იღებს პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღებაში

ოპონენტები თავად არიან ისინი, ვინც დემოკრატიული დისკუსიის სტიგმატიზებას ახდენენ - ყველაფერს, რაც მათ არ მოსწონთ, რუსულად ნათლავენ და ამით ყოველგვარ დემოკრატიულ დისკუსიას კეტავენ,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა „უცხოური გავლენების შესახებ“ „ხალხის ძალის“ კანონპროექტებზე საუბრისას ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, „თემებისთვის ტაბუს დადება და დემოკრატიული დისკუსიის ცენზირება არ შეიძლება“.

„ბოლო დღეებში ვნახეთ, რომ ადამიანები, ისე, რომ კანონპროექტს არც გაცნობიან, სტიგმატიზებას ახდენდნენ ამ პროექტის და იმ ადამიანების ვინც დააინიცირა. ოპონენტები ყურადღებას ვერ აქცევენ იმას, რომ სწორედ თავად არიან, ვინც დემოკრატიული დისკუსიის სტიგმატიზებას ახდენენ. ყველაფერს, რაც მათ არ მოსწონთ რუსულად ნათლავენ და ამით ყოველგვარ დემოკრატიულ დისკუსიას კეტავენ. არადემოკრატიულობაა, როდესაც ნაცვლად არგუმენტებისა და დისკუსიაში გამოცდილებაზე საუბრისა, სტიგმატიზება ხდება, რომ რუსულია და რადგან რუსულია, ცუდია. ეს მარტივი პროპაგანდისტული ინსტრუმენტია, რომელიც ხშირად გამოიყენება. მაგრამ საზოგადოების სიძლიერეს და დემოკრატიული დისკუსიის სიძლიერეს აჩვენებს ის, რომ თუ სხვა დროს ასეთი სტიგმატიზება დიდი პერიოდის განმავლობაში გრძელდებოდა, ვნახეთ, რომ ახლა რამდენიმე დღეში გაირკვა ყველაფერი და ამ სტიგმატიზების შესაძლებლობა არავინ არავის მისცა. ვხედავთ, რომ დისკუსიაა იმის თაობაზე, სადაური სისტემა არის ან არ არის და რომელ გამოცდილებას ეყრდნობა. საზოგადოება გაერკვა, რომ არსებობენ ქვეყნები, რომლებიც უსაფრთხოების რისკებიდან და გამჭვირვალობის ინტერესებიდან გამომდინარე ამ სფეროს აწესრიგებენ“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

მისივე თქმით, საზოგადოებას უფლება აქვს იცოდეს, რა ფინანსური წყაროები აქვთ მათ, ვინც მონაწილეობას იღებენ პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღებაში.

გიორგი ბილანიშვილი -  სამწუხაროდ, ხელისუფლების  ქმედებებსა და განცხადებებში  ადეკვატურობის  ნიშანწყალი  არ ჩანს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2023
ემილ ავდალიანი - ჩინეთისთვის რუსეთი მნიშვნელოვანი პარტნიორია და ის ყოველთვის შეეცდება მხარი დაუჭიროს მოსკოვს იმდენად, რამდენადაც ეს არ შეეწინააღმდეგება უშუალოდ ჩინეთის ეკონომიკურ და პოლიტიკურ ინტერესებს
კახა ოქრიაშვილი პრემიერ-მინისტრს ღია წერილით პასუხობს
საქართველოში ამოქმედდა ინიციატივა, რომელიც  უკრაინელ ლტოლვილებს ფინანსებზე წვდომას გაუადვილებს
განაახლე შენი სახლი საგაზაფხულოდ  CashBack-ის და Mastercard-ის  ერთობლივი აქციის დახმარებით
RDYE პროექტის ფარგლებში, რეგიონებში 15 ახალგაზრდული საწარმო დაფინანსდა
კიდევ ერთი ახალი პროექტი „ტოპლაინ ქონსთრაქშენისგან“ - შეკვეთილში უძრავი ქონება უკვე ყველა სეგმენტისთვის ხელმისაწვდომია
სამედიცინო ცენტრ „ინოვას“ გინეკოლოგიური ონკოლოგიის ევროპული საზოგადოების (ESGO) აკრედიტაცია მიენიჭა
საზოგადოების მაღალი დაინტერესების გამო, კომპანია PSP ონკოლოგიური მედიკამენტების ფასებთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებას ეხმიანება
ფოთში ტერაბანკის განახლებული ფილიალი გაიხსნა
NEXT COLLECTION - 5-ვარსკვლავიანი საცხოვრებელი კომპლექსი მწვანე კონცხზე
ბაზისბანკის მხარდაჭერით, სიეიჩ ჯგუფი - CH Group საცხოვრებელ კომპლექსს აშენებს