თსუ-ს რექტორი საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა ჯაბა სამუშიამ საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ალი ქაან ორბაის უმასპინძლა. თსუ-ს ინფორმაციით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე თსუ-სა და თურქეთის რესპუბლიკის უნივერსიტეტებს შორის მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს. შეხვედრას თსუ-ს საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი თეა გერგედავა ესწრებოდა.

„საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და თურქეთის თერთმეტ უნივერსიტეტს შორის შეხვედრა დაიგეგმა, რომელიც 2023 წლის გაზაფხულზე თურქეთში გაიმართება. შეხვედრის ფარგლებში კონკრეტული სამუშაო გეგმა შემუშავდება, რაც ქართულ და თურქულ უნივერსიტეტებს შორის სამეცნიერო, სასწავლო, კულტურული ურთიერთობების გაღრმავებას შეუწყობს ხელს.

ამასთან, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი მონაწილეობას მიიღებს საგანმანათლებლო ფორუმში, რომელიც თურქეთში მომავალ კვირაში გაიმართება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ირაკლი მელაშვილი - ქართული საზოგადოება, ჩვენი წინააღმდეგობის ხარისხი გადაწყვეტს განვაგრძობთ ევროპული გზით სიარულს, თუ ჩავბარდებით რუსეთს
ქართული პრესის მიმოხილვა 29.05.2025
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერული პროექტების ნოვატორულ დიზაინ კონცეპციებს NBK-ს ტერაკოტას საფასადე მასალებით აღასრულებს
„კონსიერჟ თბილისი“ უკვე ლოს-ანჯელესში
Tempo Beverages-მა „ზედაზენის“ საკონტროლო პაკეტი შეიძინა – ისტორიული გარიგება ქართული სასმელების სექტორში
„მადლიერების ჩიტი“ გორდელაძეების მრავალშვილიან დედას – ნათია ღაჟონიას გადაეცა