24 თებერვალს, 10:00 საათზე, სასტუმრო Just Inn Tbilisi-ში, „ქეა კავკასია“ პარტნიორ ორგანიზაცია „საზოგადოება და ბანკებთან“ ერთად, უკრაინელი ლტოლვილებისთვის საქართველოში ბიზნეს ტრენინგებს იწყებს.
მის: ნოე ჟორდანიას 3ა (მარცხენა სანაპირო)
საკონტაქტო: გიორგი კეპულაძე - 599 58 85 17
24 თებერვლს, 10:00 საათზე, პოლიტიკური ჯგუფის - „ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის“ წევრები ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდება.
მარო მაყაშვილის სახელობის დარბაზი (B კორპუსი, IV სართული, ოთახი N410)
24 თებერვალს, 11:00 საათზე, ფრიდრიხ ებერტის ფონდის მხარდაჭერით ენერგეტიკის სასწავლო ცენტრში განხორციელებული პროექტის -„ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორში რეგულირების საკითხებზე ინფორმირებულობის დონის დადგენა და საჭიროებათა კვლევის განხორციელება“ პრეზენტაცია გაიმართება.
ღონისძიებას გახსნის სემეკის თავმჯდომარე, დავით ნარმანია.
24 თებერვალს, 11:30 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში უსაფრთხოებისა და სამხედრო საკითხების ანალიტიკოსი, პოლიტოლოგი ვახტანგ მაისაია განცხადებას გააკეთებს.
თემა: „1 წლისთავი უკრაინაში ომის დაწყებიდან“.
მის: კოსტავას ქუჩა 47/57.
საკონტაქტო - 593 53 45 24
24 თებერვალს, 12:00 საათზე მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში უსაფრთხოების საკითხების ანალიტიკოსი, პოლიტოლოგი ალიკა გუჩუა განცხადებას გააკეთებს.
თემა: „1 წლისთავი უკრაინაში ომის დაწყებიდან. რუსეთის ბირთვული შანტაჟი“.
მის: კოსტავას ქუჩა 47/57.
საკონტაქტო: 593 53 45 24
24 თებერვალს, 12:00 საათზე, მევახშეებით დაზარალებულთა ასოციაცია საგანგებო ბრიფინგს მართავს.
თემა: „სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა მევახშეებითა და იპოთეკით დაზარალებულთა ასოციაციის ბენეფიციარის ლაშა გიგაურის საქმეზე გამოძიება დაიწყო აღსრულების ეროვნული ბიუროს პოლიციელების წინააღმდეგ საქმე აღიძრა სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე. საქმეზე გამოძიებას იწყებს დამოუკიდებელი საგამოძიებო პალატაც. მევახშეებითა და იპოთეკით დაზარალებულთა ასოციაცია პროკურატურის შუამდგომლობით მიმართავს აღსრულების ეროვნულ ბიუროს შეაჩეროს უკანონო გამოსახლების პროცესი“.
მის: წერეთლის გამზირი 118 (ექსპო ჯორჯიას პირველი პავილიონი)
საკონტაქტო : 597702919
24 თებერვალს, 13:00 საათზე, სასტუმრო RadissonBlu Iveria-ში, რონდელის ფონდი (GFSIS) უმასპინძლებს დისკუსიას თემაზე „რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრა უკრაინაში ერთი წლის შემდეგ: მშვიდობის ფორმულა“, სადაც მაღალი რანგის დიპლომატები და ექსპერტები იმსჯელებენ.
მისასალმებელი სიტყვით გამოვლენ: საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლიტიკური დეპარტამენტის დირექტორი დავით კერესელიძე, საქართველოში უკრაინის საელჩოს საქმეთა დროებითი რწმუნებული ანდრეი კასიანოვი.
დისკუსიაში მონაწილეობას მიიღებენ: ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი; ევროკავშირის ელჩი საქართველოში, პაველ ჰერჩინსკი; პოლონეთის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში, ანდრიუს კალინდრა; ლიეტუვის რესუბლიკის ელჩი საქართველოში, მარიუშ მაშკიევიჩი; შვედეთის ელჩი, ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანა, ულრიკ ტიდესტრომი; ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩი, პეტრ მიკისკა და სხვები.
დისკუსიის მოდერატორები არიან: რონდელის ფონდის პრეზიდენტი, ეკა მეტრეველი და რონდელის ფონდის უფროსი მკვლევარი, შოთა უტიაშვილი.
24 თებერვალს, 15:00 საათზე, მეცნიერთა კონგრესის წარმომადგენლები მთავრობის ადმინისტრაციას ჩააბარებენ წერილს პრემიერ-მინისტრის სახელზე, რომელსაც თან ერთვის დავით აღმაშენებლის 850 წლისთავისადმი მიძღვნილი გელათის კონგრესის მიმართვ და 21- პუნქტიანი პროგრამა: „მიზანია სამშობლო და ადამიანი, სხვა ყველაფერი ხელისუფლების ჩათვლით, საშუალება ამ მიზნის მისაღწევად!“
საკონტაქტო: ერეკლე შონია - 599 50 30 51
24 თებერვალს, 19:00 საათზე, პარლამენტთან უკრაინის სოლიდარობის აქცია - „ეს არის საქართველო - დიდება გმირებს!“ გაიმართება.
24 თებერვალს, 19:00 საათზე, „ევროპული საქართველო“ უკრაინელი აქტივისტების მიერ, რუსეთის უკრაინაში სრულმასშტაბიან შეჭრასთან დაკავშირებით დაგეგმილ საპროტესტო მსვლელობას შეურთდება. მსვლელობა დაიწყება რუსთაველის ძეგლიდან და დასრულდება პარლამენტის შენობასთან.
საკონტაქტო: თორნიკე დიასამიძე - 597 04 06 08; თორნიკე კობახიძე - 591 99 45 95
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"