მამუკა ხაზარაძე - რადაში საოცარი სულისკვეთებაა - ეს ხალხი დღეს თავიდან იბადება როგორც ერი, მებრძოლი, რომელიც არავის დაუთმობს სამშობლოს

რადაში საოცარი სულისკვეთებაა - ეს ხალხი დღეს თავიდან იბადება,- ამის შესახებ „ლელოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე „ფეისბუქზე“ წერს და უკრაინის რადაში თანაპარტიელებთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს.

როგორც ხაზარაძე აცხადებს, უკრაინელი ხალხი დღეს იბადება როგორც ერი, რომელიც სამშობლოს არავის დაუთმობს.

„რადაში საოცარი სულისკვეთებაა. ეს ხალხი დღეს თავიდან იბადება, როგორც ერი, მებრძოლი, რომელიც არავის დაუთმობს თავის სამშობლოს, თავის ოჯახს და შვილების მომავალს!

ბედნიერი ვარ, რომ ამ პროცესის მონაწილე ვარ, იქ, სადაც თავისუფლებისთვის ბრძოლაა, იქ, სადაც მეგობარს სჭირდები! დიდება გმირებს! ჩვენ ერთად გავიმარჯვებთ!“,- აცხადებს მამუკა ხაზარაძე.

ლევან ალაფიშვილი - თუკი სასამართლოს არ აქვს საკმარისი ნდობა, მართლმსაჯულების საკონტროლებლად საზოგადოებას ერთადერთი ბერკეტი აქვს დარჩენილი - მისი მაქსიმალური ღიაობა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.06.2025
ბრიტანულ-ქართული აკადემიის დამფუძნებელი პარტნიორი გენერალურ პროკურორს ღია წერილით მიმართავს