ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-10 პაკეტი დაამტკიცა

ევროკავშირმა, რუსეთის უკრაინაში შეჭრის წლისთავზე, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეათე პაკეტი დაამტკიცა, - ამის შესახებ ევროკავშირში შვედეთის წარმომადგენლობაში აცხადებენ.

„ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა ერთად დააწესეს ყველაზე ძლიერი და სერიოზული შედეგების მომტანი სანქციები, რათა დაეხმარონ უკრაინას ომში გამარჯვებაში. ევროკავშირი ერთიანია უკრაინასა და უკრაინელ ხალხთან. ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას იმდენხანს, რამდენ ხანსაც საჭირო იქნება“, - აღნიშნულია ევროკავშირის თავმჯდომარე შვედეთის წარმომადგენლობის განცხადებაში.

პაკეტი მოიცავს ექსპორტის უფრო მკაცრ შეზღუდვებს ორმაგი დანიშნულების საქონელთან დაკავშირებით, ასევე სანქციებს ომის მხარდამჭერი, პროპაგანდის გამავრცელებელი და იმ სუბიექტების წინააღმდეგ, რომლებიც რუსეთს დრონებს აწვდიან.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე