კადეტთა სამხედრო ლიცეუმში იუნკერების ხსოვნას პატივი მიაგეს

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქუთაისში, გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმში, 1921 წლის თებერვალში დაღუპული იუნკერების ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. უწყების ცნობით, ღონისძიებას საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე, გრიგოლ გიორგაძე, თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე, გენერალ-მაიორი ზაზა ჩხაიძე, ლიცეუმის ხელმძღვანელი პირები, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და ლიცეუმის კადეტები დაესწრნენ. როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, მათ საქართველოს თავისუფლებისთვის ბრძოლაში დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს და სამშობლოსთვის თავდადებული ახალგაზრდების ისტორიები კიდევ ერთხელ გაიხსენეს.

„ღონისძიება ლიცეუმის ტერიტორიაზე გენერალ გიორგი კვინიტაძის ძეგლისა და მისი სახელობის სამუზეუმო კუთხის გახსნით დაიწყო. თავდაცვის უწყების ხელმძღვანელებმა კადეტთა სამხედრო ლიცეუმის წარჩინებულ კურსდამთავრებულთა მემორიალური კედელი გახსნეს. კადეტებმა ლიტერატურული კომპოზიციაც წარმოადგინეს.

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ოკუპაციის კვირეულთან დაკავშირებულ აქტივობებში ინტენსიურად მონაწილეობს. კვირეულის ფარგლებში გამართულ ღონისძიებებში, სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად, ეროვნული თავდაცვის აკადემიის იუნკერები და კადეტთა სამხედრო ლიცეუმის კადეტებიც აქტიურად არიან ჩართულები”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო