ანონსი 27 თებერვალი

ანონსი 27 თებერვალი

27 თებერვალს, 11:00 საათზე, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციისა და განათლებისა და მეცნიერების კომიტეტების ერთობლივი სხდომა გაიმართება.

პირველი რესპუბლიკის დარბაზი (C კორპუსი, III სართული)

27 თებერვალს, 11:00 საათზე, პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომა გაიმართება.

ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, V სართული)

27 თებერვალს, 11:30 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში „საქართველოს აზერბაიჯანელთა ეროვნული კონგრესის“ თავმჯდომარის, ალი ბაბაევის პრესკონფერენცია გაიმართება.

თემა: „სამხრეთ კავკასიის რეგიონში მიმდინარე პროცესები“.

მის: კოსტავას ქუჩა 47/57

საკონტაქტო: 593 53 45 24

27 თებერვალს, 12:00 საათზე, სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ „რეფორმებისა და კვლევის ჯგუფი“ პოლიტიკურ პარტიებთან, 2024 წლის არჩევნებში ტექნოლოგიების გამოყენების საკითხზე სამუშაო შეხვედრას გამართავს.

მის: შოთა რუსთაველის გამზ.4

საკონტაქტო: თამთა ბარბაქაძე - 598 77 62 37

27 თებერვალს, 13:00 საათზე, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომა გაიმართება.

საქართველოს კონსტიტუციის დარბაზი (A კორპუსი, III სართული, ოთახი N304)

27 თებერვალს, 14:00 საათზე, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის სხდომა გაიმართება.

მის.: ინგოროყვას 7

27 თებერვალს, 15:00 საათზე, პარლამენტის ბიუროს სხდომა გაიმართება.

დავით აღმაშენებლის სახელობის დარბაზი