ირაკლი კობახიძე - ნედ პრაისი შეცდომაში შეიყვანეს, არასწორი ინფორმაცია მიუტანეს და სამწუხაროდ, სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის პირით ტყუილი ითქვა

ნედ პრაისს მოატყუებინეს. ასე გამოვიდა. შეცდომაში შეიყვანეს, არასწორი ინფორმაცია მიუტანეს და სამწუხაროდ, სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის პირით ტყუილი ითქვა, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ „ხალხის ძალის“ კანონპროექტთან დაკავშირებით, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის, ნედ პრაისის გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით აღნიშნა.

როგორც „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე აცხადებს, აგენტებთან დაკავშირებით „ხალხის ძალის“ მიერ დაინიცირებულმა კანონპროექტებმა ოპოზიცია სიცრუეში ამხილა.

„ძალიან მძიმე მდგომარეობაში ჩავარდნენ - სიტყვა-სიტყვით არის ნათარგმნი ამერიკული კანონი და ამასაც რუსულ კანონს ეძახიან. ჩიხში არიან შესულები. ვამბობდით, რომ ვარიანტი, რომელიც „ხალხის ძალამ“ თავიდან დააინიცირა, ბევრად დახვეწილი იყო, ვიდრე ამერიკული. ახლა, როდესაც ამერიკულის თარგმანი დააინიცირდა, ჩიხში არიან შესულები და ტყუილებს ლაპარაკობენ. რა უნდა თქვან - ამერიკული კანონის ასლია, ვერაფერს ამბობენ, აქედან გამომდინარე, იძულებულები არიან მოიტყუონ. მეორე კანონპროექტმა ეს ადამიანები სიცრუეში ამხილა. მანამდე იტყუებოდნენ, თითქოს ქართული კანონპროექტი იყო რუსული, რაც ტყუილი იყო და ვინც ამას ამბობდა და ამბობს, იტყუება. ახლა უკვე ამერიკულსაც რუსულს ეძახიან, ეს უკვე ტყუილზე მეტია. ვინც ამბობს, რომ პირველი ვერსია კანონპროექტი რუსულია, იტყუება,“ - განაცხადა კობახიძემ.

„უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ - ასე ეწოდება რიგით მეორე კანონის პროექტს, რომელიც პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე წარედგინება.

პროექტის ავტორები უმრავლესობაში შემავალი „ხალხის ძალის“ დეპუტატები - სოზარ სუბარი, დიმიტრი ხუნდაძე, მიხეილ ყაველაშვილი, გურამ მაჭარაშვილი, დაჩი ბერაია და ვიქტორ ჯაფარიძე არიან.

პროექტის გათვალისწინებით, უცხოეთის აგენტად რეგისტრაციის ვალდებულება ნებისმიერ ფიზიკურ და იურიდიულ პირს ექნება, რომელიც დაფინანსებას უცხოეთიდან იღებს.

კანონის მოქმედება არ გავრცელდება დიპლომატებზე, კონსულებზე და დიპლომატიური სამსახურისა და საკონსულო დაწესებულების თანამშრომლებზე.

კანონი ასევე არ შეეხება უცხო ქვეყნის თანამდებობის პირებს, პირს, რომელიც საქველმოქმედო საქმიანობას ეწევა და პირს, "რომელიც რელიგიურ, საგანმანათლებლო, მეცნიერულ, აკადემიურ ან სახელოვნებო საქმიანობას კეთილსინდისიერად ეწევა".

კანონპროექტის თანახმად, სუბიექტები, რომლებიც კანონპროექტით დადგენილ უცხოური ძალის აგენტის კრიტერიუმებს აკმაყოფილებენ, ვალდებული ხდებიან, გენერალურ პროკურორს მიმართონ და უცხოური ძალის აგენტად დარეგისტრირება მოითხოვონ.

„უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ კანონით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას იწვევს და იქნება დასჯადი ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით - ვადით 5 წლამდე.

კანონპროექტის ინიციატორების სახელით პარლამენტში ასევე ინიცირებულია „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი.

აღნიშნული პროექტი უცხოური გავლენის აგენტებად ისეთი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირებისა და მედიასაშუალებების რეგისტრაციას ითვალისწინებს, რომელთა შემოსავლის გარკვეული მოცულობა (20%-ზე მეტი) უცხოეთიდან არის მიღებული. ამავე კანონპროექტის თანახმად, ყველა, ვინც უცხოური გავლენის აგენტად მოიაზრება, საჯარო რეესტრში სავალდებულო წესით ამავე სახელწოდების ბაზაში უნდა დარეგისტრირდეს.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში