ირაკლი ქარსელაძის განცხადებით, რიკოთის უღელტეხილზე სამუშაოები გრძელდება, თუმცა ზოგიერთ მონაკვეთზე კონტრაქტორების მხრიდან მუშაობის მომატება აუცილებელია

ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების მინისტრის ირაკლი ქარსელაძის განცხადებით, რიკოთის უღელტეხილზე სამუშაოები გრძელდება, თუმცა ზოგიერთ მონაკვეთზე კონტრაქტორების მხრიდან მუშაობის მომატება აუცილებელია. ამის შესახებ მინისტრმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ისაუბრა.

მისი თქმით, ამ დროისთვის დაწინაურებულია მეორე და მესამე მონაკვეთები: ხევი-უბისა და უბისა- შორაპანი.

„რიკოთთან დაკავშირებით აქტიურად მიმდინარეობს სამშენებლო სამუშაოები. დაწინაურებულია მეორე და მესამე მონაკვეთი: ხევი-უბისა, უბისა- შორაპანი. გეგმის შესაბამისად, რაც საავტომობილო გზების დეპარტამენტს დაგეგმილი აქვს, წლის ბოლოსთვის დასრულება არის გათვალისწინებული. შესაბამისად, არის მონაკვეთები, სადაც მოსამატებელია სამუშაოები კონტრაქტორების მხრიდან და აქ ინტენსიური კომუნიკაცია არის როგორც კონტრაქტორულ დონეზე, ასევე უშუალო ჩართულობებით. შესაბამისად, ვფიქრობთ, რომ შესაბამისი ძალისხმევის პირობებში, როდესაც კონტრაქტორები გაითვალისწინებენ იმ რეკომენდაციებს, რომლებსაც როგორც საერთაშორისო საზედამხედველო კომპანიები, ასევე საავტომობილო გზების დეპარტამენტი გასცემს, ეს გაკეთებადია მთლიანად“,- განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.

გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
„არდი“ და Amadeo ბიზნესების ფინანსური მართვის გასაძლიერებლად პარტნიორობას იწყებენ
Skillwill-ი Anthropic-ის Claude Partner Network-ს შეუერთდა - AI Literacy ყველა აკადემიური პროგრამის განუყოფელი ნაწილი იქნება