ხანდაზმულთა უფლებებსა და საჭიროებებზე რეაგირების გასაუმჯობესებლად, გაეროს მოსახლეობის ფონდის საქართველოს ოფისისა და ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებს შორის შეხვედრა გაიმართა

ხანდაზმულთა უფლებებსა და საჭიროებებზე რეაგირების გასაუმჯობესებლად, გაეროს მოსახლეობის ფონდის საქართველოს ოფისისა და ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებს შორის შეხვედრა გაიმართა.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ღონისძიება ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ გახსნა. თამარ ბარკალაიას განმარტებით, მსოფლიოში, ჯანდაცვის მიმართულებით ტექნოლოგიური წარმატებების, მედიცინისა და ეკონომიკის განვითარების პარალელურად, გაიზარდა მოსახლეობის სიცოცხლის ხანგრძლივობა. შესაბამისად მნიშვნელოვანია, რომ პროცესებში მეტად იქნას გათვალისწინებული ხანდაზმულთა საჭიროებები და მათ უფლებები, რათა მოხდეს ხანდაზმულების სოციალური ინკლუზიის კიდევ უფრო ხელშეწყობა და მათი პოტენციალის ათვისება.

„ სწორედ ამ მიზნის მისაღწევად, გაეროს ევროპის ეკონომიკურმა კომისიამ (UNECE) შეიმუშავა საჯარო მოხელეთა ტრენინგ მოდული, რომელიც მოსახლეობის დაბერების შესახებ, საჯარო მოხელეთათვის, ანალიტიკური უნარების განვითარებას ისახავს მიზნად. ამ უნარების შეძენა საჯარო მოხელეებს მნიშვნელოვნად დაეხმარება ხანდაზმულთა საჭიროების იდენტიფიცირებისა და საპასუხო ღონისძიებების გატარების მიმართულებით.

ღონისძიება გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის ორგანიზებით გაიმართა. შეხვედრას ჯანდაცვის სამინისტროს, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის წევრები, დარგის ექსპერტები და საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

მირიან მირიანაშვილი - 13 ივნისიდან ახლო აღმოსავლეთში დაიქოქა მთელი რეგიონის სრულმასშტაბიანი ტოტალური გადაფორმატირების პროცესი
ქართული პრესის მიმოხილვა 16.06.2025
ზაფხული Schoolbook Camp 2025-თან ერთად, რომელიც არასდროს დაგავიწყდებათ
17 ივნისიდან PSP-აფთიაქებში წნევის უფასო მონიტორინგის დღეები იწყება