ურსულა ფონ დერ ლაიენი დიდ ბრიტანეთში იმყოფება

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი დიდ ბრიტანეთს სტუმრობს. ის უინძორში, გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრთან რიში სუნაკთან ჩრდილოეთ ირლანდიის პროტოკოლის განხორციელების შესახებ მოლაპარაკებებს მართავს.

მედიის ცნობით, მოსალოდნელია, რომ შეხვედრის დასასრულს, ლიდერები ხელს ახალ შეთანხმებას მოაწერენ.

ამასთან, როგორც ბრიტანული მედია წერს, ურსულა ფონ დერ ლაიენი უინძორში დიდი ბრიტანეთის მეფე ჩარლზ მესამესაც შეხვდება.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა